თუ ხელისგულები გაგიწითლდათ: საშიში დაავადების სიმპტომი

© Pixabay / andreas160578ხელები
ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაწითლებული ხელისგულები და კიდევ რამდენიმე სიმპტომი - ამერიკელმა მეცნიერებმა განმარტეს, რომელ საშიშ დაავადებაზე შეიძლება მიანიშნებდეს ისინი

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. გაწითლებული ხელისგულები შეიძლება იყოს არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის ერთ-ერთი ნიშანი, ნათქვამია ამერიკის კლინიკა „მაიოს“ საიტზე.

ტკივილის შეგრძნება - Sputnik საქართველო
დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი — ეს არის ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების აგრესიული ფორმა.

სპეციალისტების თქმით, დაავადება, რომელსაც ამ ორგანოს ანთება ახასიათებს, შეიძლება ციროზად ჩამოყალიბდეს.

სპეციალისტები უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტის სხვა სიმპტომებსაც ასახელებენ. ესენია:

  • მუცლის შებერილობა;
  • კანქვეშა სისხლძარღვების გაფართოება;
  • ელენთის გადიდება;
  • კანისა და თვალების სიყვითლე.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დაავადების განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს ჭარბი წონა ან გაცხიმოვნება, ინსულინორეზისტენტობა, ასევე სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე.

მედიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტის რისკ-ჯგუფში შედიან ხანდაზმულები, დიაბეტით დაავადებულები, ასევე ისინი, ვისაც  მუცლის არეში გაცხიმოვნება აქვთ.

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დიეტის დაცვა, წონის მართვა და ფიზიკური აქტივობა.

ყველა ახალი ამბავი
0