დასახელდა „ჩუმი ინფარქტის“ წინმსწრები ნიშნები: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!

© Pixabay / naturalherbsclinicტკივილის შეგრძნება
ტკივილის შეგრძნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰარვარდელი მეცნიერების თქმით, გულის შეტევების ყველა შემთხვევის თითქმის ნახევარი „ჩუმი ინფარქტია“, რის შესახებაც პაციენტებმა არ იციან.

თბილისი. 19 იანვარი — Sputnik. ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს, წერს გაზეთი Daily Express ჰარვარდელ მეცნიერებზე დაყრდნობით.

გულის შეტევა - Sputnik საქართველო
ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს

ინფარქტის ძირითადი სიმპტომებია გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი და „მოჭერილობის“ შეგრძნება. თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთი ნიშნები არ არსებობს და ადამიანები ვერ ხვდებიან, რა ხდება სინამდვილეში.

„გულის ჩუმი შეტევები იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ჩვენ გვგონია“, — აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სწავლულები.

მათი თქმით, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გულის შეტევების ყველა შემთხვევის თითქმის ნახევარი შეუმჩნევლად ვითარდება, ადამიანებმა კი ამის შესახებ არ იციან, ვინაიდან ექიმისთვის არ მიუმართავთ.

მეცნიერების განმარტებით, „ჩუმი ინფარქტის“ მაუწყებელი შეიძლება იყოს არა მარტო გულძმარვა, არამედ:

  • დისკომფორტი ზურგის არეში, ხელებში, ყბისა და მკერდის არეში;
  • თავბრუსხვევა ან გულყრა;
  • ქოშინი.

ექიმები გვირჩევენ, არ უგულებელვყოთ გულძმარვა, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დისკომფორტია, და აუცილებლად მივმართოთ ექიმს.

 

ყველა ახალი ამბავი
0