თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. გლუვი, შესქელებული და გაწითლებული ენა შეიძლება ვიტამინ B12-ის დეფიციტის ნიშანი იყოს, რომლის ნაკლებობაც პერნიციოზული ანემიის რისკს ზრდის, აცხადებენ აშშ-ის გულის, ფილტვებისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის (NHLBI) სპეციალისტები.
მეცნიერების თქმით, ორგანიზმს ვიტამინი B12 ჯანმრთელი ერითროციტების წარმოსაქმნელად და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ამ საკვები ნივთიერების ნაკლებობამ შეიძლება დააზიანოს ნერვები, გამოიწვიოს ჩხვლეტა და დაბუჟება ფეხებსა და ხელებში, ასევე კუნთების სისუსტე და რეფლექსების დაკარგვა.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ თუ ვიტამინ B12 დეფიციტის სიმპტომები გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.
„თქვენ შეიძლება არამყარად იგრძნოთ თავი, დაკარგოთ წონასწორობა და გაგიჭირდეთ სიარული. ვიტამინ B12-ის უკმარისობამ შეიძლება ძვლების სისუსტე და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა გამოიწვიოს“, - ნათქვამია NHLBI-ის საიტზე.
გარდა ამისა, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ვიტამინ B12-ის მწვავე უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნევროლოგიური პრობლემები, როგორებიცაა: ცნობიერების აღრევა, ჭკუასუსტობა, დეპრესია და მეხსიერების დაკარგვა.
სხვა სიმპტომები უკავშირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს: გულისრევა და ღებინება, გულძმარვა, მუცლის შებერილობა, შეკრულობა ან დიარეა, მადისა და წონის დაკარგვა.
დადგინდა ექსპერიმენტით: წრფელი ლოცვა სისხლის სტრუქტურას ცვლის>>
ამასთან სპეციალისტები აზუსტებენ, რომ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა საქონლის ხორცი, ღვიძლი, ფრინველის ხორცი და თევზი, კვერცხი, რძე, იოგურტი და ყველი, ამ მკვებავ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს.