ყველაზე გულუხვი მილიარდერები: Forbes-მა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიForbes-ის ლოგოტიპი
Forbes-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებმა გამოანგარიშეს, რა თანხა გაიღეს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ქველმოქმედებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე გულუხვი ამერიკელი მილიარდერების რეიტინგი შეადგინა. გამოცემამ დაითვალა, რა თანხა დახარჯეს მათ ქველმოქმედებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. შემოწირულობის თანხები 2020 წლის მდგომარეობით გამოითვალეს, კაპიტალი კი — 2021 წლის 14 იანვრის მდგომარეობით.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში ცვლილებებია: ქვეყნდება განახლებული ჩამონათვალი

გამოცემის თანახმად, ყველაზე გულუხვი მედიამაგნატი უორენ ბაფეტი გამოდგა, რომელმაც ქველმოქმედებაზე 42,8 მილიარდი დოლარი გაიღო. ბაფეტის ქონება 88,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ფინანსებს ძირითადად ჯანდაცვისთვის და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფს. 2010 წელში ბაფეტმა წამოიწყო პროგრამა The Giving Pledge და მოუწოდა ამერიკელ მილიარდერებს, თავიანთი ქონების ნახევარი მაინც შეეტანათ საქველმოქმედო ორგანიზაციებში. თავადაც ბაფეტი ქონების 99%-ის გაღებას აპირებს.

რეიტინგში მეორე ადგილზე განთავსდნენ ბილ და მელინდა გეითსები. მათი ქონება 120.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გეითსების შემოწირულობების საერთო რაოდენობამ 29.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს წყვილმა პირობა დადო, რომ ორი წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 1.75 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილი ჯორჯ სოროსმა დაიკავა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში 16,6 მილიარდი დოლარი აქვს გაღებული ქველმოქმედებისთვის. ამჟამად მისი ქონება 8,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსოფლიო რუკა ხელებზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები მსოფლიოში: გამოქვეყნდა რეიტინგი

აღსანიშნავია, რომ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ მსოფლიოს 120 ქვეყანაში მოქმედებს და ფოკუსირებულია დემოკრატიასა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვაზე. მხოლოდ 2020 წელს ამ მიმართულებით მან 140 მილიონი დოლარი გამოყო, 1,2 მილიარდი დოლარი კი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად და ჟურნალისტთა მხარდასაჭერად გადარიცხა. გარდა ამისა, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან, ჯორჯ სოროსმა 37 მილიონი დოლარი გაიღო შეერთებულ შტატებში არალეგალი მიგრანტების სამედიცინო მომსახურებისთვის.

მეოთხე ადგილზე მოხვდა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებასაც ჟურნალი 54,9 მილიარდ დოლარად აფასებს. მისი შემოწირულობების საერთო ოდენობამ 11,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გულუხვი ამერიკელი მილიარდერების ჩამონათვალში მოხვდა Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტიც, რომელმაც ქველმოქმედებაზე 5,83 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. ამ მაჩვენებლით ის რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე განთვასდა.

რაც შეეხება Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, ის რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს 2,7 მილიარდი დოლარის შემოწირულობით.

ყველა ახალი ამბავი
0