თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი პირველად მოხვდა Forbes Real-Time-ს რეიტინგში მეორე ადგილზე.
„ფორბსის“ მონაცემებით, მასკის ქონება 8 დეკემბრისთვის 1,6 მლრდ დოლარით გაიზარდა და 144,7 მილიარდს მიაღწია; ხოლო BBI-ის მონაცემებით, ნიჭიერი გამომგონებლის ქონება კიდევ უფრო მეტია და რეალურად 157 მილიარდ დოლარს აღწევს.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში პირველ პოზიციას კვლავ „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს 185,4 მლრდ დოლარით, მესამეზე „ლუი ვიტონის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ არნოა, ხოლო მეოთხეზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი.
გრანდიოზული გეგმა: ილონ მასკი მარსზე ქალაქის დაარსებას აპირებს>>
რაც შეეხება „ფეისბუქის“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, ის მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი მილიარდერთა სიაში Bloomberg Billionaires Index-მა მეორე ადგილზე ჯერ კიდევ ნოემბერში განათავსა.