მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გრანდიოზული გეგმა: ილონ მასკი მარსზე ქალაქის დაარსებას აპირებს

გამოწერა
ილონ მასკი მარსზე პირველი რაკეტის გაშვებას 2026 წელს გეგმავს, ხოლო პლანეტის ატმოსფეროს გასათბობად მის პოლუსებზე ბირთვული შეტევის მიტანას აპირებს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. კომპანია Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მარსზე დედამიწელების კოლონიის დაარსებას აპირებს, რისთვისაც ბირთვული აფეთქებები იქნება საჭირო პლანეტის ატმოსფეროს გასათბობად.

გრანდიოზული გეგმების შესახებ ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

​გამომგონებლის თქმით, დედამიწელების პირველი კოლონია მარსზე შუშის გუმბათების ქვეშ იცხოვრებს, ხოლო უკვე 2050 წლისთვის პლანეტაზე მილიონზე მეტი ადამიანი გადავა საცხოვრებლად.

ილონ მასკი - Sputnik საქართველო
მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგს გადაუსწრო

იმისათვის, რომ მარსის ატმოსფერო საცხოვრებლად ვარგისი გახდეს, მასკი წითელი პლანეტის პოლუსებზე ბირთვულ იერიშს გეგმავს, რაც, მისი აზრით, მყინვარებს გაადნობს და ატმოსფერო გათბება.

აღსანიშნავია, რომ მარსის კოლონიზაციის იდეა ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2015 წელს გაახმოვანა, როდესაც განაცხადა, რომ მეტი სითბოს შემთხვევაში პლანეტა, დედამიწის მსგავსად, საცხოვრებლად სრულიად ვარგისი იქნებოდა.

ილონ მასკი მარსზე პირველი რაკეტა Starship-ის გაშვებას 2026 წლისთვის გეგმავს. პირველი კოლონიზატორები პლანეტაზე ქალაქის აგებას შეუდგებიან. მათი ამოცანა იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი სისტემების შექმნა და შუშის გუმბათებიანი სათბურების აგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0