ილონ მასკმა ისაუბრა, რა მოსწონს მას გერმანიაში და რა გახდა ნაწილობრივი ბიძგი იმისათვის, რომ Tesla Giga-ს ქარხანა აეგო ბრანდენბურგში.
მასკმა აღნიშნა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს გერმანიაში და დიდ დროს ატარებს ამ ქვეყანაში. ხოლო Axel Springer-ის გენერალური დირექტორის, მატიას დოპფნერის შეკითხვაზე, თუ სად ათენებს ის ღამეებს, უპასუხა: „დაუსრულებელი ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში“.
მასკს ჯილდო ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა გადასცა.