საქართველოში შესაძლოა კულტურის და განათლების სამინისტროები კვლავ გაიყოს

© photo: Sputnik / Stringerკულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურისა და სპორტის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად დაშლის საკითხი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში იდგა

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik.  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება შეიძლება გამოეყოს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარს დაუჭერს

ვოლსკის თქმით, ეს საკითხი განიხილება და სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება.

„მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ არ ჩავთვლით იმ გეგმას, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული - ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად დაშლის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში იყო. მაშინ ამ საკითხის წამოჭრა კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა მოითხოვეს. ღია წერილში მათ მოუწოდეს პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოეყოს.

როგორც მიმართვაში იყო აღნიშნული, მასში ხელოვნების მოღვაწეებმა განმარტეს, რომ კულტურის გაერთიანებამ სხვა უწყებებთან არსებითად შეამცირა საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობები, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა უწევს.

გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს >>

მიმართვას ხელი მოაწერეს ისეთმა ცნობილმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან რეჟისორები რობერტ სტურუა, ელდარ შენგელაია, თემურ ჩხეიძე, კომპოზიტორები ნიკოლოზ რაჭველი, დათო ევგენიძე, მსახიობები კახი კავსაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, საქართველოს ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების" დირექტორი ნინო სუხიშვილი და სხვა.

ცალკეული სამინისტროს შექმნას მხარი დაუჭირეს ასევე საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, მხატვართა კავშირმა, არქიტექტორთა კავშირმა, კომპოზიტორთა კავშირმა და სხვა შემოქმედებითმა გაერთიანებებმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0