16:28 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5101

ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს „ხალხთა ბელადის“ წვლილი მსოფლიო ისტორიაში და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისი ძეგლის უწინდელ ადგილზე დადგმა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. იოსებ სტალინის მშობლიურ გორში საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო, სამხედრო და პარტიული მოღვაწის დაბადების 142-ე წლისთავი აღნიშნეს.

სტალინის მომხრეებმა გორში მსვლელობა გამართეს - ფოტო>>

ყოველ წელს, ტრადიციულად, გორში 21 დეკემბერს სტალინის იდეური მხარდამჭერები იკრიბებიან და „ხალხთა ბელადის“ დაბადების დღეს აღნიშნავენ.

წელს, სავარაუდოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნა – ღონისძიებას ჩვეულებრივზე ნაკლები ადამიანი ესწრებოდა. ბელადის თაყვანისმცემლებმა ამჯერად უარი თქვეს ტრადიციულ მსვლელობაზე სტალინის სახლ–მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა.

კომუნისტური პარტიისა და მოძრაობა „სტალინისტების“ წევრები ბელადის პორტრეტებით სტალინის სახლ–მუზეუმთან შეიკრიბნენ და ბელადი გაიხსენეს. მათ ასევე კიდევ ერთხელ მოითხოვეს სტალინის ძეგლის უკან დაბრუნება, რომელიც ქალაქის ცენტრში 2010 წლამდე იდგა.

გორში ტურისტების მოსაზიდად სტალინის ძეგლის დადგმის იდეა გაჩნდა>>

სტალინის პიროვნება დღემდე იწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე იყო, ზოგიერთი კი მას სასტიკ ტირანს უწოდებს.

მთავარი თემები