იოსებ სტალინი - ტირანი, მტარვალი თუ უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე?!

© photo: Sputnik / STRINGERიოსებ სტალინი სამუშაო კაბინეტში
იოსებ სტალინი სამუშაო კაბინეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგითხროთ ფრიად დელიკატურია და ვიცი, რომ დანის პირზე მომიწევს გავლა. ის იმდენად ოდიოზური ფიგურა გახლდათ, რომ ერთმნიშვნელოვნად მისი შეფასება შეუძლებელია

ადამიანთა დიდი ნაწილი მას მტარვალად, ტირანად და ლამის კაციჭამიად მოიხსენიებს, მეორე ნაწილი კი ადამიანთა მოდგმის ერთ-ერთ უდიდეს პიროვნებად. ამთავითვე ვიტყვი, რომ არც ერთ ამ ნაწილს არ მივეკუთვნები, რადგან ჩემთვის ყოველთვის უცხო იყო ჩვეულებრივი მოკვდავის გაფეტიშება-განდიდება.  რაც არ უნდა დიდი და წარმატებული იყოს ის, მაინც ამ უკიდეგანო სამყაროს ერთი მოკვდავი ნაწილია. წერილის დაწერა კი განაპირობა ერთმა სტატიამ, სადაც ძირითადად სტატისტიკური მონაცემებია, მეც შევეცდები ყოველგვარი შეფასების გარეშე ეს მონაცემები გაგაცნოთ. მის მომხრეებს შეეძლებათ კიდევ ერთხელ იამაყონ,  რომ შეფასებაში არ შემცდარან, მოწინააღმდეგეები კი უბრალოდ ნუ დაიჯერებთ, თუ სხვა არგუმენტს ვერ მოიშველიებთ. საუბარი შეეხება იოსებ სტალინს.

ამერიკელმა მეცნიერებმა ის ას საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწეთა სიაში შეიყვანეს, უდიდესი პოლიტიკოსი სერ უინსტონ ჩერჩილი, მისი გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა სიტყვებით: „პოლიტიკა უინტერესო გახდა“…

© photo: Sputnik / STRINGERუინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი
უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი - Sputnik საქართველო
უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი

 

კიდევ ერთი-მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იყვნენ არანაკლებ ოდიოზური ფიგურები, ჩვენს თანამედროვეებს მათ მიმართ თავისი დამოკიდებულება გააჩნიათ. მაგალითად,  ფრანგები დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ ნაპოლეონს, მისი საფლავის სანახავად მისულს, პარიზის ინვალიდების სასახლეში, ქედის მოხრა უწევს, რომ რამე დაინახოს. თუმცა ამ ადამიანმა საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარი შეიწირა, ამას დაამატეთ ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილიც. ასევე ვერ ეტყვით აუგს ჩინელს მაო ძე დუნზე. გერმანელები ჰიტლერს მეოცე საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსების რანგში აყენებენ და ა. შ.

ახლა კი დაპირებული სტატისტიკა: მეფის რუსეთის ღარიბი და გაუნათლებელი მოსახლეობა სტალინმა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე განათლებულ ერად აქცია. სტალინის დროს აშენდა 1500–ზე მეტი უმსხვილესი ინდუსტრიული ობიექტი, ამავე დროს  დემოკრატიის ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთში არ აშენებულა ასეთი მასშტაბის არც ერთი საწარმო. მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგების მიუხედავად, უკვე 1947 წელს სსრკ–ს საწარმოო პოტენციალი საბოლოოდ იყო აღდგენილი, ხოლო 1950 წელს, იგი ორჯერ და მეტად გაიზარდა ომამდელ 1940 წელთან შედარებით. ომის დროს დაზარალებულმა  ვერც ერთმა ქვეყანამ ამ დროისათვის ვერ მიაღწია თუნდაც ომამდელ დონეს, მიუხედავად მძლავრი ფინანსური დახმარებისა აშშ–ს მხრიდან. ფასები კვების ძირითად პროდუქტებზე  ომისშემდგომი 5 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ორჯერ შემცირდა, იმ დროს, როცა უმსხვილეს კაპიტალისტურ ქვეყნებში ეს ფასები გაიზარდა,  ზოგიერთში ორჯერ და მეტჯერ. დასავლელმა მეცნიერებმა 1945 წელს გააკეთეს ოფიციალური პროგნოზი, რომ საბჭოთა კავშირის მეურნეობა 1940 წლის დონეზე გასვლას შეძლებდა მხოლოდ 1965 წელს – იმ შემთხვევაში, თუ აიღებდა უცხოურ სესხებს. სსრკ გავიდა ამ დონეზე 1949 წელს ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი - Sputnik საქართველო
უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი – იუმორში ჩამალული ღრმააზროვანი სიმართლე

1947 წელს საბჭოთა კავშირმა, ომის შემდეგ პირველმა ევროპაში  გააუქმა საკვებ პროდუქტებზე საბარათო სისტემა. ხოლო 1948 წლიდან ყოველ წელს – 1954 წლამდე – ამცირებდა ფასებს კვების პროდუქტებზე და ფართო მოხმარების საქონელზე. ბავშვთა სიკვდილიანობა 1950 წელს 2–ჯერ შემცირდა 1940 წელთან შედარებით. ექიმების რაოდენობა 1,5–ჯერ გაიზარდა. სამეცნიერო დაწესებულებების რაოდენობა 40%–ით გაიზარდა. უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა 50%–ით. იმ დროის გასტრონომებში პროდუქტების არჩევანი გაცილებით ფართო იყო, ვიდრე თანამედროვე სუპერმარკეტებში. მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა წარმოების სამომხმარებლო საქონლისა და საკვები პროდუქტების  ხარისხი თანამედროვე პროდუქტებზე გაცილებით მაღალი იყო. როგორც კი მოდაში ახალი ტენდენციები გამოჩნდებოდა, იგი მყისიერად შეისწავლებოდა და სადღაც ორი თვის შემდეგ, მოდური საქონელი მრავლად იფინებოდა მაღაზიების თაროებზე.

ახლა ვნახოთ რის ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდათ იმ დროის ადამიანებს. მუშების ხელფასი 1953 წელს მერყეობდა 800–დან 3000 მანეთამდე და უფრო ზევით. მაღაროელებისა და მეტალურგების ხელფასი 8000 მანეთამდე აღწევდა. ახალგაზრდა ინჟინერ–სპეციალისტები 1300 მანეთამდე იღებდნენ. სკკპ რაიკომის მდივნის ჯამაგირი 1500 მანეთი იყო, ხოლო პროფესორებისა და აკადემიკოსების ხელფასი ხშირად  — 10000 მანეთზე მეტი. მოდით ვნახოთ ფასებიც- ავტომანქანა „მოსკვიჩი“ 9000 მანეთი ღირდა, თეთრი პური (1 კგ) – 3 მანეთი, შავი პური (1 კგ) – 1 მანეთი, ძროხის ხორცი (1 კგ)– 12,5 მანეთი, თევზი – 8,3 მანეთი, რძე (1 ლიტრი) – 2,2 მანეთი, კარტოფილი (1 კგ) – 0მ45 მანეთი, ლუდი „ჟიგულიოვსკოე“ (0,6 ლ) – 2,9 მანეთი, ჩითი (1 მეტრი) – 6,1 მანეთი. კომპლექსური სადილი სასადილოში 2 მანეთი ღირდა. საღამო რესტორანში ორ კაცზე, კარგი ვახშმითა და ბოთლი ღვინით – 25 მანეთი.

ენდრიუ კარნეგი - Sputnik საქართველო
„თაიმმა“ ისტორიაში უმდიდრესი ადამიანების ტოპ-ათეული შეადგინა

მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური საბჭოთა კავშირში ექსპლუატაციაში შევიდა ერთი წლით ადრე, ვიდრე ინგლისში და 2 წლით ადრე, ვიდრე აშშ–ში. მხოლოდ სსრკ–ში იყო შექმნილი ატომური ყინულმჭრელი ხომალდები.

აშშ–ს პრეზიდენტობის კანდიდატი სტივენსონის შეფასებით,  თუ წარმოების ზრდის ტემპები სტალინის რუსეთში შენარჩუნებული იქნება, 1970 წლისთვის რუსული წარმოების მოცულობა 3–4–ჯერ მეტი იქნებოდა, ვიდრე ამერიკულის.

ეს ყველაფერი მოხდა იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით. ამერიკელი მეცნიერი ჰერბერტ ჰარისი: „ის (სტალინი), ყოველთვის ასწრებდა დროს, რამდენიმე ათეული წლითაც კი. მისი ეფექტურობა, როგორც ხელმძღვანელისა იყო იმაში, რომ  ისახავდა ძალიან შორეულ მიზნებს და მისი იმდღიური გადაწყვეტილება ხდებოდა მასშტაბური გეგმების ნაწილი“.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და სსრკ-ს შორის შეწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობა, სტალინის გარდაცვალების დღე, ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადეს. სერ უინსტონ ჩერჩილის გადაწყვეტილება კი უკვე მოგახსენეთ.

ეჭვი არ მეპარება, ამ სტატიის შეფასებისას რაიმე იარლიყსაც მომაკერებენ, სწორედ მათ გასაგონად მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა: არასდროს ვყოფილვარ სტალინისტი, არც ახლა გახლავართ, უბრალოდ მოვიყვანე სტატისტიკური მონაცემები და გაგაცანით რამდენიმე ადამიანის მოსაზრება. დასკვნების გამოტანა კი თქვენთვის მომინდვია.

ყველა ახალი ამბავი
0