იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტის გარდაიცვალა, სამედიცინო დასკვნის თანახმად - ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად.
მცირერიცხოვანი სამგლოვიარო აქცია გორში ხუთშაბათს გაიმართა. მისი მონაწილეები სტალინის სახლ-მუზეუმთან შიკრიბნენ. შემდეგ ქალაქის ცენტრის გავლით მსვლელობა გამართეს ადგილობრივ ეკლესიამდე, სადაც „ერების წინამძღოლს“ სანთლები დაუნთეს.

ყოველ წელს სტალინის სახლ-მუზეუმთან მისი მომხრეები იკრიბებიან და მასთან დაკავშირებულ თარიღებს აღნიშნავენ

5 მარტი - სტალინის გარდაცვალების დღე, ერთ-ერთი ასეთი დღეა

თუმცა ადამიანები აქ მაინც მოდიან

მათ შორის, ძირითადად, უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან

სტალინის სახლ-მუზეუმიდან მისი მომხრეები ტრადიციულ მსვლელობას მართავენ

სტალინის პორტრეტით ქალაქის ცენტრს გადიან

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ეკლესიაში მიემართებიან

სადაც „ერების წინამძღოლს“ პარაკლისს უხდიან

შემდეგ კი სანთლებს ანთებენ

ასე გადაიხადეს სტალინის პარაკლისი. მისმა მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და ილოცეს - ყველაფერი სტალინის პორტრეტით ხელში

აქციამ ამჯერად შემთხვევების გარეშე ჩაიარა

აქციის მსვლელობისას ქალაქის ქუჩებში პოლიცია იყო მობილიზებული