გორში ტურისტების მოსაზიდად სტალინის ძეგლის დადგმის იდეა გაჩნდა

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიიოსებ სტალინის ძეგლი გორში
იოსებ სტალინის ძეგლი გორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა სტალინის ძეგლის დადგმა პარკში, მისი მუზეუმის გვერდით შესთავაზა

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. გორში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან იარდალაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ქალაქში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად კვლავ დაიდგას საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ძეგლი.

საბჭოთა ბელადის შვიდმეტრიანი ბრინჯაოს ძეგლი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 1952 წლიდან იდგა. მისი დემონტაჟი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2010 წლის ივნისში განხორციელდა. ძეგლი ქალაქგარეთ ერთ-ერთ საწყობში ინახება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ძეგლს ახალ ადგილზე, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე დაამონტაჟებდნენ. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

„სტალინის მუზეუმი საქართველოში პირველ ადგილზე მყოფი მუზეუმია ვიზიტორთა რაოდენობით. ძალიან კარგი იქნებოდა ეს ძეგლი რომ იყოს, სანახაობრივად პირველ რიგში და მოხდეს აღდგენა“, - განაცადა იარდალაშვილმა ადგილობრივი ტელეარხ DIA-ს ეთერში.

სტალინის 3D გამოსახულება - Sputnik საქართველო
3D სტალინი გორში ტურისტებს იზიდავს

გორში ტურისტებს იზიდავს პირველ რიგში სტალინის მუზეუმი. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე მეტად ამ მუზეუმით დაინტერესებულნი არიან სტუმრები რუსეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, იაპონიიდან და პოლონეთიდან.

„ძეგლს შეიძლება პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. შეიძლება იმ ძველ ადგილას აღარ იყოს, იყოს თუნდაც სტალინის ბაღში. სტალინის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, და ეს კიდევ მეტად გაზრდიდა ვიზიტორთა რაოდენობას“, - აღნიშნა იარდალაშვილმა.

ამასთან, საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს „თავისუფლების ქარტიის“ კანონი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში როგორც კომუნისტური, ისე ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკის გავრცელებას.

ყველა ახალი ამბავი
0