თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. პანდემიის პერიოდში კულტურის მოღვაწეების დასახმარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო 10 სექტემბრიდან აიკრძალა ქორწილების, საიუბილეო და სხვა სახის ღონიძიებების გამართვა. ამის გამო კულტურის ბევრი სფეროს წარმომადგენელი ისევ უმუშევარი დარჩა.
„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა კალაძემ.
მერმა უყრუადღებოდ არ დატოვა ასევე ფოტოგრაფები. მისი თქმით, მათ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.
შეზღუდვები ბრუნდება: თეატრების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო>>
ქვეყანაში მორიგი ანტირეკორდი მყარდება – კორონავირუსის შემთხვევები ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 2758-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1 412 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.