შეზღუდვები ბრუნდება: თეატრების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები 1 ნოემბრიდან გაიხსნება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
აჭარა „წითელ ზონად“ გამოცხადდება? ვირუსის ახალი კერები რეგიონში

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კინოთეატრები 15 სექტემბრიდან განაახლებდნენ მუშაობას, ხოლო თეატრები – 1 ოქტომბრიდან. თუმცა, როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში 10 სექტემბრიდან შევა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისმა საბჭომ ცალკეული შეზღუდვების დაწესების, კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კინოთეატრების, თეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო, აღნიშნული ობიექტები მუშაობას 1 ნოემბრიდან განაახლებენ“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში კინოთეატრები, თეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები მარტის შემდეგ დახურულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0