საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში იწყებენ პროექტს „ადამიანის უფლებები ყველასთვის“

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქართველოს დროშები
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორნახევარმილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამა საქართველოში ადამიანის უფლებების გამტკიცების პოლიტიკასა და პრაქტიკაზეა მიმართული

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) საქართველოში იწყებენ ერთობლივ პროგრამას „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომლის ბიუჯეტი 2,5 მლნ ევროა.

სამწლიან ინიციატივაზე ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

The UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ - Sputnik საქართველო
ბავშვებმა თავიანთი უფლებები უნდა იცოდნენ – საქართველოში ახალი პროექტი იწყება

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემია აღრმავებს სოციალურ უთანასოწრობას და ემუქრება დაუცველი და გარიყული მოსახლეობის უფლებებს. სწორედ ამის გათვალისწინებით შემუშავდა პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“.

პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

„ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ისევე, როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: საქართველოში უნიკალური კვლევა ჩატარდა>>

ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა განამტკიცებს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკასა და შესაბამის პრაქტიკას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.

ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ესენია:

  1. ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
  2. სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
  3. უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
  4. ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.  
  5. საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეფუძნება ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის განმავლობაში, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.    

ყველა ახალი ამბავი
0