ბავშვებმა თავიანთი უფლებები უნდა იცოდნენ – საქართველოში ახალი პროექტი იწყება

© AP Photo / Hermann J. KnippertzThe UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“
The UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება, რათა ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ევროკავშირთან ერთად საქართველოში სამწლიან პროექტს იწყებს, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებისთვის საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესებასა და მათ დაცვას, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესების შესახებ.

ბავშვები - Sputnik საქართველო
საქართველოში 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა

პროექტის მთავარი მიზანია მთავრობის დახმარება ბავშვთა უფლებების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებული კოდექსის განხორციელებაში. პროგრამა „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ სამ წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 2 მლნ ევროს შეადგენს.

„ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, წარმოადგენს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ბაზას, რომელსაც ბავშვთა დაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ხელს შეუწყობს კოდექსის მთავარი პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას, ბავშვების მზრუნველ ოჯახურ გარემოში ცხოვრებას და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე წვდომას“, – განაცხადა ხალილმა.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიამ ბავშვები და ოჯახები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უმუშევრობა კიდევ უფრო ზრდის ოჯახებისა და ბავშვების დაუცველობას. აღნიშნული პროექტი მხარს დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც.

UNICEF: ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე უნდა იყოს დაცული>>

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სოციალური პროგრამები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბავშვების საჭიროებებზე, მათთან მიმართებით ძალადობის შემცირებაზე და ბავშვების მიერ საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0