10:14 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
97 0 0

ქალი ექსპერტ–კრიმინალისტების არარსებობა ხშირად ართულებს დაზარალებულის ექსპერტიზის ჩატარებას, ნათქვამია ანგარიშში.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. მიმართვიანობა სექსუალური ძალადობის შესახებ საქართველოში კვლავ ძალიან მცირეა და მართლმსაჯულების აღსრულება მცირე რაოდენობის საქმეებზე ხდება, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

როგორ ისჯება სექსუალური შევიწროება საქართველოში>>

კვლევა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევა უნიკალურია შინაარსობრივად, რადგან ესაა საქართველოში პირველი ანგარიში, რომელშიც სექსუალური ძალადობის დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეები სტამბულის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების თვალსაზრისითაა შეფასებული.

კვლევის პერიოდში – 2017 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით პოლიციაში შევიდა 361 განცხადება სექსუალური ძალადობის შესახებ. აქედან გამოძიება დაიწყო 251 საქმეზე, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს მხოლოდ 26 შემთხვევაში.

კერძოდ, დამნაშავედ სექსუალურ ძალადობაში აღიარეს 20 ადამიანი, ხოლო ექვსი – გაამართლეს. მართლმსაჯულების სისტემამ სექსუალური ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ აღიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ ფორმად.

„საკმაოდ შემზღუდველი და ხისტია სექსუალური ძალადობის შემთხვევებში მტკიცებულებითი სტანდარტი პრაქტიკაში, დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, თუ დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებით. ამგვარი სტანდარტები ეწინაღმდეგება ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტების მოთხოვნებს და დამნაშავეთა დაუსჯელობას იწვევს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დაზარალებულების ექსპერტიზის ჩატარებას ხშირად ართულებს ქალი ექსპერტ–კრიმინალისტების არარსებობა. ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს, რომ გამოძიება არ გაგრძელდება და დამნაშავე პასუხს არ აგებს, ნათქვამია კვლევაში.

მთავარი თემები