„იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“ – საქართველოში ახალი კამპანია დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliქალთა წინააღმდეგ ძალადობის მარში თბილისში
ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მარში თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ქვეყანაში ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულების ხუთეულში შედის.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ყველა მსხვერპლი და პოტენციური მსხვერპლი სახელმწიფოსგან საჭირო დახმარებისა და მხარდაჭერის მიღებას შეძლებს, ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებაში.

ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ>>

სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისა, ბრძოლა ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. პრობლემის ეფექტური გადაჭრისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობა, თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა.

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

ამჟამად სახელმწიფო დახმარების სააგენტოს ბაზაზე ქვეყნის მასშტაბით ხუთი კრიზისული ცენტრი მოქმედებს. ამ დაწესებულებების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე 116 006. ძალადობის საკითხებზე სატელეფონო კონსულტაციის მიღება ქართულის ჩათვლით რვა ენაზე 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. გარანტირებულია ანონიმურობა.

კრიზისული ცენტრების მომსახურების მიღება შეუძლიათ მსხვერპლს, ოჯახური ძალადობისა და ქალებზე ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ტრეფიკინგის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლს.

ყველა დაზარალებულის, ძალადობის მსხვერპლისთვის ცენტრები უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ–სოციალურ რეაბილიტაციას, გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებას და ა.შ.

ძალადობის სტატისტიკა: 8 თვეში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 6 ათასზე მეტი ადამიანი გახდა>>

რაც შეეხება ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ცენტრი მათ მისცემს დროებით საცხოვრებელს, გაუწევს ფსიქოლოგის, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო, სამართლებრივ დახმარებას, ასევე დაეხმარება თარჯიმნით და ა.შ.

კრიზისული ცენტრების მისამართები:

  • თბილისი – ბუდაპეშტის ქუჩა №28
  • ქუთაისი – დუმბაძის ქუჩა №59–61
  • გორი – ბარნოვის ქუჩა №9ა
  • მარნეული – რუსთაველის ქუჩა №41
  • ოზურგეთი – გრიბოედოვის ქუჩა №21

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. 2020 წლის ცხრა თვეში 4 138 ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 25–44 წლის ქალები. წლის დასაწყისიდან ამ დანაშაულის შედეგად 19 ქალი დაიღუპა.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა>>

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.

ყველა ახალი ამბავი
0