რა კეთდება საქართველოში კორონავირუსის მართვის კუთხით: თენგიზ ცერცვაძის ანგარიში

© Facebook / Giorgi Gakhariaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 165 ათასს მიახლოვდა, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საქართველო პანდემიას წარმატებით უმკლავდება

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება COVID-19-ის პანდემიას, ამის იმედს იძლევა სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ყველა ღონისძიება, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ იმ ღონისძიებების ერთგავრი ანგარიში წარმოადგინა, რომლებსაც სახელმწიფო კორონავირუსის მართვის დროს ახორციელებს.

მისი თქმით, სისტემატურად იზრდება ე.წ. COVID კლინიკების რაოდენობა (ა.წ. მარტში იყო 15 კლინიკა, ახლა – 82 კლინიკა). ფართოვდება საწოლფონდი  – ზაფხულში მობილიზებული იყო 1620 საწოლი, ახლა 7 000-ზე მეტი.

ეკატერინე-ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც

„ქვეყანას საკმარისზე მეტი აქვს (2 000-ზე მეტი) ხელოვნური სუნთქვის აპარატები, მათ შორის 700-ზე მეტი აპარატი უშუალოდ COVID-კლინიკებში. ქვეყნის პრაქტიკულად ყველა COVID კლინიკაში უკვე დაინერგა ან ახლო მომავალში დაინერგება ე.წ. high flow (ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდების) მეთოდიკა, რაც შეამცირებს ინტუბაციების რაოდენობას და შეამცირებს სიკვდილობას“, -  აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, კლინიკების და COVID სასტუმროების ქსელი უზრუნველყოფილია ე.წ. ჟანგბადის კონცეტრატორებით.

ფართოვდება ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, მობილიზებულია 76 ასეთი სასტუმრო – 5 378 ადგილით. ამ სასტუმროებში მუშაობს 272 ექიმი, 319 ექთანი და 51 სტუდენტი ექთნის პოზიციაზე.

„ორმაგდება PCR და სწრაფი/მარტივი ტესტირება და დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს. მანამდე ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
რა პროგნოზი აქვს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით

ცერცვაძის თქმით, ძლიერდება და ფართოვდება სასწრაფო დახმარების სამსახური, იზრდება COVID პაციენტებთან მუშაობაში ჩართული ოჯახის ექიმების, მათ შორის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების, რაოდენობა (2 000-ზე მეტი ოჯახის ექიმი). შექმნილია 61 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ (მარტში იყო 25), რომლებიც მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. ამ კლინიკებში არის 125 ბრიგადა, რომელშიც ჩართულია 756 ოჯახის ექიმი.

„ყოველდღიურად იხვეწება COVID პაციენტების ტრიაჟის პრინციპები და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, მაგრამ ეს ადვილი არ არის, რადგან COVID-19 იმდენად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომ ოპტიმალური ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებიც კი ვერ იძლევა გარანტიას ზუსტად განისაზღვროს, რომელი პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და რომელი – არა“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში დღემდე არავინ დაზარალებულა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, მედიკამენტების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნაკლებობის გამო და ყველაფერ ამის მიღწევა, როგორც ცერცვაძე ამბობს, ადვილი არ ყოფილა.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: თვის ბოლოსთვის, შესაძლოა, ახალი შემთხვევების რიცხვი გავანახევროთ

ცერცვაძის თქმით, საქართველოში ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (0,93%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების ძალიან დაბალი რიცხვია (სულ ერთეული პაციენტი), მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ასეთები ასეული და ათასებია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 164.976-ს მიაღწია.

ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0