ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე-ტიკარაძე
ეკატერინე-ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეკლესიებში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.
ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც
„ჩვენ ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც, შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნება მათთან დამატებითი შეხვედრები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტოკოლი კვლავაც იქნეს მათი მხრიდან დაცული. თუმცა ის ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დღეს სამღვდელოებაში გვაქვს, ნამდვილად არ წარმოადგენს საგანგაშო მაჩვენებელს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს კორონავირუსი უდასტურდებათ. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი დავით ქვლივიძე.

ყველა ახალი ამბავი
0