გამყრელიძე: თვის ბოლოსთვის, შესაძლოა, ახალი შემთხვევების რიცხვი გავანახევროთ

© photo: Sputnik / Stringerტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან გამყრელიძის განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, შეუძლიათ მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებებში როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე და გაიკეთონ ტესტი.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩაიტარონ, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: გარწმუნებთ, სასტუმროებში გვაქვს მკურნალობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი

საქართველოში მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღებაც შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში.

გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი თბილისში 42 ამბულატორიულ, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი.

„სწრაფი ტესტის ჩატარება მოსახლეობისთვის უფასოა. კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე თვითდინებით. მოსახლეობის ტესტირების ხარჯებს სახელწიფო ანაზღაურებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ. 
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
თუ ტესტირების საშუალება არ გაქვთ: ცერცვაძე მოსახლეობას რჩევებს აძლევს

ეპიდემიოლოგი მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვების პერიოდში თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს მაქსიმალურად დაიცავს, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოოთ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი. თუ ყველანი შევასრულებთ დაწესებულ რეკომენდაციებს, შეიძლება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შეიქმნას, აპრილისთვის კი დღიური მაჩვენებელი, შესაძლოა, 200-ის ფარგლებში ჩამოვიდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 164 ათასს გადააჭარბა, ვირუსი დაამარცხა 137 ათასზე მეტმა ადამიანმა.

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების გამო ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, ამ პერიოდში რიგი შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0