მოსაზრება: დონალდ ტრამპისა და ფარმაკომპანიების ბრძოლა

© AP Photo / Frank Franklin IIნიუ-იორკი, ტაიმს სკვერი პანდემიისას
ნიუ-იორკი, ტაიმს სკვერი პანდემიისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი ტრამპი ფარმაკომპანიების კორუმპირებული სისტემის დაშლას შეეცადა და ივლისში ოთხი მართლაც ისტორიული ბრძანებულება გამოსცა, რომელთა წინააღმდეგ დეკემბერში უკვე შევიდა სარჩელი სასამართლოში.

ვიქტორია ნიკიფოროვა

დღეს, როცა კორონავირუსი ყოველდღიურად კლავს 2 ათასზე მეტ ამერიკელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ყველაფერს მას აბრალებენ — აქაოდა, ეს მან დაანგრია ჯანდაცვა, ვერ შეძლო მოსახლეობის საწოლ–ადგილებით უზრუნველოფა, ვერ შეძლო COVID-19-ის საფრთხის დროულად შეფასებაო.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
როგორც ფილმში: ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გრანდიოზულ ფინალს გეგმავს

არადა, რეალურად ამერიკული ჯანდაცვის ნგრევა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, დონალდ ტრამპი კი სწორედაც რომ მის შეკავებას ცდილობდა. მაგალითად, მან ღია ომი გამოუცხადა ამერიკულ „ბიგ ფარმებს“, მაგრამ ამ ომში გამარჯვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ამერიკული ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა წლების განმავლობაში იყო წამლების ფასი. უფრო სწორად, მისი განუხრელი ზრდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მწარმოებლების სიხარბით იყო განპირობებული.

2015 წელს მსოფლიო პრესა ყველა ბრუნვაში იხსენიებდა მარტინ შკრელის — ფარმაცევტს, რომელმაც აივ-ინფექციის პოპულარულ წამალზე ყველა უფლება შეიძინა და მომენტალურად გააძვირა: 13,5 დოლარის ნაცვლად მისი ფასი 750 დოლარი გახდა. შკრელი წლის ყველაზე საძულველ ადამიანად დაასახელეს, მაგრამ ამანაც არ უშველა საქმეს — პრეპარატის ფასი მან მაინც არ დასწია.

სინამდვილეში არაფერი უნიკალური ამაში არ არის. ბოლო წლებში ყველა ამერიკული ფარმაკომპანია ზრდიდა ფასებს წამლებზე, მაგრამ ამას ჩუმად აკეთებდნენ, რათა სკანდალები აერიდებინათ თავიდან.

მაგალითად, ცნობილმა კორპორაცია Novartis-მა 2003 წელს კიბოს წამალი გამოუშვა, მას შემდეგ პრეპარატის ფასი 22-ჯერ გაიზარდა და დღეისათვის მკურნალობის წლიური კურსი 123 ათასი დოლარი ღირს.

ფანტასტიკურ შემოსავლებს იღებენ ორფანული მედიკამენტების მწარმოებლებიც, რომლებიც იშვიათი დაავადებების სამკურნალოდაა განკუთვნილი. წლიური კურსის ფასი ნახევარ მილიონ დოლარს აღწევს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები - Sputnik საქართველო
მიჩიგანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის 22 აპარატს შემოწმება ჩაუტარდება

2019 წლის მარტო ექვს თვეში ლეგენდარული პროზაკი — წამალი კარგი განწყობისთვის — 8,8-ჯერ გაძვირდა. განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება ფასები სასიცოცხლოდ აუცილებელ პრეპარატებზე. მაგალითად, ბანალური ინსულინის ფასი 2009 წლიდან 2019 წლამდე სამჯერ გაძვირდა და 90 დოლარიდან 330 დოლარს მიაღწია. სამედიცინო დაზღვევა ინსულინის ღირებულებას ფარავს, მაგრამ თითქმის 2 მილიონი დიაბეტიკი ყოველგვარი დაზღვევის გარეშეა დარჩენილი.  

36 წლის ლორა მარტსონმა ერთი წლის წინ BBC-ს ჟურნალისტებს უამბო, როგორ დარჩა დაზღვევის გარეშე მას შემდეგ, რაც მისი დამსაქმებელი ფირმა დაიხურა. „თვეში 2880 დოლარს ვხარჯავდი, რომ სიცოცხლე შემენარჩუნებინა“, — თქვა მან. მარტსონმა, სანამ სამსახურს იშოვიდა, ბინაც გაყიდა, ავეჯიც, ავტომობილიც და მთელი საპენსიო დანაზოგიც დახარჯა, რათა აუცილებელი წამლის ყიდვა მოეხერხებინა.

სასოწარკვეთილი ადამიანები ცდილობენ, ინსულინის ერთი დოზა რამდენიმე ჯერზე იმყოფინონ. და ხშირად ამას ლეტალური შედეგები მოსდევს. ასე მოხდა 2017 წელს 26 წლის ალეკ სმიტის შემთხვევაში — დაზღვევის ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში. მართალია, სმიტი მუშაობდა, მაგრამ მას მაინც არ ჰქონდა თვეში ათასი დოლარი ინსულინის შესაძენად.

ანტიბიოტიკების სიძვირის გამო ამერიკელებმა ვეტერინარული პრეპარატების შეძენა დაიწყეს. პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად, პენიცილინი აკვარიუმის თევზებისთვის. აბა, რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დამზადებული პოპულარული ანტიბიოტიკის ერთი „ადამიანური“ ფლაკონი 2400-დან 2800 დოლარამდე ღირს?

აშშ-ს დროშა - Sputnik საქართველო
აშშ ქვეყანაში შესვლაზე 15 000 დოლარიან გირაოს აწესებს 20-ზე მეტი ქვეყნისთვის

ამასთან სტატისტიკა თითქოს ვერც ამჩნევს წამლებზე ფასების რეკორდულ ზრდას, ისევე, როგორც უძრავი ქონების ღირებულების რეკორდულ მატებასაც. აშშ-ში ინფლაციის ოფიციალური დონე დაახლოებით 1,5 პროცენტია, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

აშშ-ში შექმნილი მდგომარეობა, როცა მოსახლეობას წამლებზე ხელი არ მიუწვდება, უნიკალურია. აქ საქმე მარტო ფასები კი არ არის, არამედ ისიც, რომ ადგილობრივმა ფარმაკომპანიებმა ბაზრის სრული მონოპოლიზაცია მოახდინეს და ამერიკელებს საჭირო აბების ნორმალურ ფასად შეძენის კანონიერი შესაძლებლობა მოუსპეს.   

ადგილობრივი ბაზარი ყრუდაა დაკეტილი იაფფასიანი იმპორტული ჯენერიკებისთვის. მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან მხოლოდ მცირე რაოდენობით წამლის შეტანა შეუძლიათ, თუ ექიმის რეცეპტი აქვთ. აფთიაქებში წამლის ურეცეპტოდ შეძენა შეუძლებელია, ხოლო უცხოურ საიტებზე თუ სოცქსელებში ყიდვა – აკრძალული.

ანუ დაუზღვეველი ადამიანი — ეს კი თითქმის 40 მლნ ამერიკელია — ავად გახდომის შემთხვევაში კაფკასეულ ვითარებაში ხვდება. აფთიაქში არაფრის ყიდვა არ შეუძლია, გარდა პარაცეტამოლისა. იგივე ანტიბიოტიკის შესაძენად ექიმის რეცეპტი სჭირდება, ხოლო ექიმთან რომ მოხვდეს დაზღვევის გარეშე, ბევრი ფულია საჭირო. არადა, ფული არ აქვს. ფული რომ ჰქონდეს, დაზღვევასაც შეიძენდა.

თუმცა ხშირად დაზღვევაც პრეპარატის ღირებულების მხოლოდ ნაწილს ფარავს. ამიტომ ამერიკელი პაციენტების მესამედი ცდილობს, საერთოდ არ შეიძინოს რეცეპტურული პრეპარატები.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამქრალი სატვირთო და დაყოვნებული ფოსტა: ახალი ფაქტები აშშ-ში არჩევნების გაყალბების თაობაზე

მედიკამენტოზურ კრიზისს ამერიკელები ბაზრის უხილავ ხელს უნდა „უმადლოდნენ“. ეს ხელი რეგულარულად ასუფთავებს მათ ჯიბეებს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პრეპარატებზე ფასებს დაარეგულირებდა.

ერთადერთი ფედერალური ორგანო, რომელიც იდეაში უნდა აკონტროლებდეს აშშ-ში წამლების წარმოებას, ეს კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სააგენტოა (Food and Drug Administration). მაგრამ ფარმაკომპანიებმა წარმატებით მოაგვარეს საკითხი FDA-სთან: რაღაც უცნაური დამთხვევით, მისი ხელმძღვანელები გამუდმებით ხდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება უმსხვილეს ფარმაკომპანიებში აქვთ ნამუშევარი.

თუმცა თავად FDA-საც კი არ აქვს წამლების ფასების გაკონტროლების უფლება. მიმდინარე წელს აშშ-ის კონგრესი იძულებული გახდა ფარმაკომპანიების საქმიანობის გამოძიება დაეწყო — იმდენად აშკარა იყო ბაზარზე გამეფებული უსამართლობა. თუმცა გამოძიება დიდი გულმოდგინებით არ მიმდინარეობს. „ბიგ ფარმის“ ამერიკელი კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლები ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავენ პოლიტიკოსების მოსყიდვაზე, საკუთარი კანდიდატების გაყვანასა და თავიანტი ინტერესების ლობირებაზე. თანაც მათ ინტერესებს ორივე პარტიის წარმომადგენლები იცავენ — დემოკრატებიცა და რესპუბლიკელებიც.

მხოლოდ ორი პოლიტიკოსი ცდილობდა ებრძოლა ფარმაკომპანიების წინააღმდეგ — დემოკრატი ბერნი სანდერსი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. და ორივე გაიკიცხა — თანაც თანაპარტიელების მიერვე. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და ფარმაცევტებს ნამდვილად აკავშირებთ რაღაც ბიზნეს-ინტერესები.

დონალდ ტრამპი ეამბორება აშშ-ის სახელმწიფო დროშას - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ტრამპი ხმაურით წასვლას აპირებს – დაარტყამს თუ არა აშშ ირანს

მოარული ხმების თანახმად, თითოეული მსხვილი მედიასაშუალების დირექტორთა საბჭოში აუცილებლად შედის დიდი ფარმაკონცერნის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი მაინც. ამიტომ ჟურნალისტები იძულებული არიან თვალი დახუჭონ ფარმაცევტების ნამოქმედარზე. შესაძლოა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორებია, მაგრამ „ბიგ ფარმას“ მამხილებელი სტატიები ამერიკულ გამოცემებში ბოლო წლებში მართლა არ გამოქვეყნებულა.

ასეა თუ ისე, რიგითი ამერიკელები დღეისათვის პრაქტიკულად მოკლებული არიან სასიცოცხლოდ აუცილებელ წამლებზე წვდომას. პრეზიდენტი ტრამპი ამ კორუმპირებული სისტემის დაშლას შეეცადა. მისმა ოთხმა ისტორიულმა ბრძანებულებამ უფლება მისცა აფთიაქებს, შეეძინათ შედარებით იაფფასიანი კანადური ჯენერიკები, შეზღუდა ფასები ინსულინზე, დაავალდებულა Medicare შეეძინათ წამლები იმ ფასში, რა ფასადაც საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში იყიდება, აკრძალა წამლების შეძენისას „ატკატები“.

ბრძანებულებებს ხელი ივლისში მოეწერა და ამან ფარმაკომპანიების მრისხანება გამოიწვია. ნოემბერში კი საპრეზიდენტო არჩევნებში მრავალრიცხოვანმა მაქინაციებმა ტრამპი გამარჯვების მიღმა დატოვა. ამაში ტრამპი სწორედ რომ ფარმაკომპანიებს სდებს ბრალს, რომლებმაც მილიონები ჩადეს მის დამარცხებაში. დეკემბერში კი ფარმაკოლოგიურმა მწარმოებლებმა უკვე შეიტანეს სასამართლოში სარჩელი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ივლისის ბრძანებულებების გამო. და, დიდი ალბათობით, ისინი საქმეს მოიგებენ.

თუ ტრამპი წავა, ამერიკელებს ვეღარაფერი უშველის — წამლები ქვეყანაში საბოლოოდ იქცევა ფუფუნების საგნად, რომ აღარაფერი ვთქვათ კორონავირუსის ვაქცინაზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0