მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამქრალი სატვირთო და დაყოვნებული ფოსტა: ახალი ფაქტები აშშ-ში არჩევნების გაყალბების თაობაზე

© AFP 2024 / JEFF KOWALSKYსაპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის არაკომერციულმა ორგანიზაციამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენის სასარგებლოდ დარღვევების არაერთი ფაქტი გამოავლინა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საეჭვოა, ვინაიდან დაახლოებით 288 ათასი საარჩევნო ბიულეტენი გამქრალია, ხოლო კიდევ 100 ათასი — უკანა რიცხვებით დათარიღებული, იუწყება გამოცემა Washington Examiner თომას მორის პროექტზე Amistad Project დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
თუ ახლა არ გამოვა: ტრამპმა მინიშნება გააკეთა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პროექტმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა აშშ-ის რამდენიმე საკვანძო შტატში და ბიულეტენების გაყალბებისა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის არაერთი დარღვევა გამოავლინა ბაიდენის სასარგებლოდ.

პროექტის მონაცემებით, აშშ-ის საფოსტო მომსახურების (USPS) ერთ-ერთმა ქვეკონტრაქტორმა ჯეს მორგანმა განაცხადა, რომ მისი ტრეილერი, მას შემდეგ, რაც 144-დან 288 ათასამდე ბიულეტენი მიიტანა პენსილვანიის ქალაქ ლანკასტერის საარჩევნო შტაბის საწყობში, სადღაც გაქრა.

კიდევ ერთი ქვეკონტრაქტორი ნათან პიზი კი აცხადებს, რომ USPS-ის თანამშრომლის თქმით, 4 ნოემბრის დილით ფოსტამ დაახლოებით 100 ათასი ბიულეტენი დაათარიღა უკანა რიცხვით ბაიდენის სასარგებლოდ. ამასთან, ტრამპის წინასაარჩევნო ფოსტა მოთავსდა ურნაში წარწერით Undeliverable Bulk Business Mail („მისაწოდებლად შეუძლებელი ბიზნეს-ფოსტა“), მაშინ, როცა ბაიდენის ასეთივე ფოსტაზე დროულად მიწოდების ბრძანება გაიცა.

„ათასობით გარდაცვლილმა მისცა ხმა“ - ტრამპი ისევ აღშფოთებულია>>

გარდა ამისა, როგორც პენსილვანიელი კომპიუტერული ექსპერტი გრეგორი სტენსტრემი აცხადებს, ის თავად გახდა მოწმე, როგორ ცვლიდნენ საარჩევნო კომისიის წევრები ხმების სათვლელ მანქანა Dominion-ებში მონაცემებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს ხვდა წილად, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აღიარებს მარცხს და სასამართლოებში სარჩელები შეაქვს შედეგების გაბათილების მოთხოვნით.

ყველა ახალი ამბავი
0