მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ქვეყანაში შესვლაზე 15 000 დოლარიან გირაოს აწესებს 20-ზე მეტი ქვეყნისთვის

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ს დროშა
აშშ-ს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეერთებული შტატების საპილოტო პროექტი 24 დეკემბერს ამოქმედდება, თუმცა უცნობია, დატოვებს თუ არა მას ძალაში ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მისაღებად 15 ათას დოლარამდე ოდენობით გირაო დაუწესოს, იუწყება CBS News.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ახალი წესები იმ ქვეყნების მიმართ იქნება გამოყენებული, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად არღვევენ სავიზო ვადებს და აშშ-ში რჩებიან. მათი თქმით, ეს თანხა იქნება ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ვიზიტორები ქვეყნის სავიზო კანონს არ დაარღვევენ.

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
ტერორისტული საფრთხე: აშშ-ის დიპლომატიური მისიები ვიზების გაცემას აჩერებენ

ცნობილი ხდება, რომ ექვსთვიანი საპილოტე პროგრამა 24 დეკემბერს იწყება. სწორედ ამ დღიდან ეძლევათ აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება, ტურისტული თუ საქმიანი ვიზების გაფორმებისას 5, 10 ან 15 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს შეტანა მოსთხოვონ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს. თანხის მოთხოვნისას გათვალისწინებული იქნება ვიზიტის მიზანი, მოქალაქის შემოსავლის ოდენობა, განათლება და სხვა მონაცემები. თუ ვიზიტორი სავიზო რეჟიმს არ დაარღვევს, თანხა სრულად დაუბრუნდება აშშ-დან გასვლის მომენტში.  

აღსანიშნავია, რომ ახალი წესები ძირითადად აფრიკის სახელმწიფოებს, ასევე ირანს, სირიასა და იემენს შეეხება.

როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძალაში ახალ წესებს მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ სტუდენტებსა და იმიგრანტებზე ეს სიახლე არ გავრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0