თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატმა რუდოლფ ჯულიანიმ განაცხადა, რომ მიჩიგანის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემოწმდება კენჭისყრის აპარატები, რომელთა მუშაობაში მომხდარმა ხარვეზებმა, პრეზიდენტის გუნდის განცხადებით, არჩევნებზე გავლენა მოახდინა.
„დიდი გამარჯვება სამართლიანი არჩევნებისთვის. მიჩიგანის შტატის ანტრიმის საოლქო მოსამართლის გადაწყვეტილებით, კენჭისყრისთვის განკუთვნილი 22 მანქანას შემოწმება ჩაუტარდება“, - დაწერა ჯულიანიმ Twitter-ში.
BIG WIN FOR HONEST ELECTIONS.
— Rudy W. Giuliani (@RudyGiuliani) December 5, 2020
Antrim County Judge in Michigan orders forensic examination of 22 Dominion voting machines.
This is where the untrustworthy Dominion machine flipped 6000 votes from Trump to Biden.
Spiking of votes by Dominion happenned all over the state.
მან განაცხადა, რომ მანქანების მუშაობაში მომხდარი ხარვეზების გამო ტრამპის სასარგებლოდ მიცემული რამდენიმე ათასი ხმა დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს ერგო.
მსგავსი რამ მთელი შტატის მასშტაბით მოხდა, განაცხადა ადვოკატმა.