ხახვი – ვირუსებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება

ხახვი თავისი სასარგებლო თვისებებით ოდითგან არის ცნობილი. ადამიანები მას „ანტიბიოტიკის“ სახით და მიკრობების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ყველა დროის მკურნალები ხახვს ვირუსებთან და ინფექციებთან საბრძოლველ უებარ საშუალებად მიიჩნევდნენ.

ხახვი ჩვეულებრივი (Allium cepa L. - ხახვი ჩვეულებრივი) – ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელი. ხახვის რამდენიმე ასეული სახეობა არსებობს და ყველა მათგანი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ჩვეულებრივ, იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მის სამშობლოდ მიჩნეულია სამხრეთ-დასავლეთი აზია.

ხახვის კალორიულობა, შემადგენლობა, სასარგებლო თვისებები

ხახვის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 47 კკალორიაა.

ნივრის ყვავილობა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ნიორი

ხახვის შემცველობაშია: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდი კვარცეტინი, რომელიც შლის ცხიმებს და აბრკოლებს კიბოს უჯრედების ზრდას; ფიტონციდები, შაქრები, ორგანული მჟავები და მინერალური ნივთიერებები. სპეციფიკური სუნი და მწარე გემო ეთერზეთის წყალობით აქვს.

ხახვის შემადგენლობაშია ასევე A, В ჯგუფის, PP, C ვიტამინები, ნიკოტინის მჟავა, კაროტინი, სპილენძი, რკინა და თუთია. ეს ყველაფერი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ ბრძოლისუნარიანობას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ხახვის წვენი შეიცავს იოდს, რომელიც აბრკოლებს ისეთი დაავადებების პროგრესს, როგორიცაა იშემია, ათეროსკლეროზი, ინფარქტი და ინსულტი.

შეძენილი დიაბეტის დროს ხახვი წმენდს სისხლს ზედმეტი გლუკოზისგან.

მაღალი არტერიული წნევის რეგულირება სამკურნალო მცენარეებით>>

ვიტამინების გარდა, ხახვში მრავალი სასარგებლო მინერალური ნივთიერება შედის, ასევე მჟავები, მათ შორის, ასკორბინის მჟავა. მისი უკმარისობა შეიძლება გახდეს ანემიის, სურავანდის, გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებების მიზეზი. ამიტომ საჭიროა მისი ყოველდღიური მიღება. ფიტონციდები ხახვის შემადგენლობაში ელვისებურად კლავს სხვადასხვა მიკრობსა და სოკოს, ამის წყალობით ის ხელს უწყობს ჭრილობების, ნაკაწრების შეხორცებას.

ექინაცეა - Sputnik საქართველო
ექინაცეა, ანუ „ოქროს ყვავილი" – ნომერი პირველი იმუნიტეტის ასამაღლებლად

ხახვის მუდმივი გამოყენება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას ასაკოვან ადამიანებში.

გარდა ამისა, ხახვი აძლიერებს მადას, აგვარებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ეწინააღმდეგება რესპირატორულ დაავადებებს. ხახვის ცოცხალი წვენი შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევებს, ებრძვის ათეროსკლეროზს, გაციებასა და ბრონქიტს, ჰიპერტონიასა და სქესობრივ დისფუნქციას.

ხახვს ერთი კარგი თვისება აქვს - საკმარისია მწერის ნაკბენზე წასმა და ტკივილი მალე გაქრება, ხოლო შესიება არსებითად შემცირდება. თუ ნაკბენი ბევრია, მასზე ტამპონში ჩადებული გაჭყლეტილი ახალი მწვანე ხახვის ფაფისებრი მასა უნდა დაიდოთ.

ხახვის სასარგებლო თვისებები სრული მოცულობით ჩნდება მისი ნედლი სახით გამოყენებისას, თერმული დამუშავების შედეგად სასარგებლო თვისებები იკლებს. ხახვს აქვს შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ.

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები>>

ხახვის მიღება არ არის რეკომენდებული

ცოცხალი ხახვის გამოყენება არარეკომენდებულია ჰიპერტონიის, შარდსასქესო ორგანოების კენჭოვანი დაავადებების, გასტრიტისა და წყლულის, ქრონიკული გულძმარვის, ღვიძლის დაავადებების დროს. იშვიათად არის ალერგიული რეაქციებიც ხახვზე. როგორც წესი, თერმულად დამუშავებული ხახვი, პრაქტიკულად, უვნებელია.

კუნელი - Sputnik საქართველო
ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები

ხახვით მკურნალობა - ხალხური რეცეპტები

მყესების დაჭიმვისას: გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და კარგად აურიეთ. წაუსვით მიღებული მასა ქსოვილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეცვალეთ დღე-ღამეში ერთხელ.

გაჭყლეტილი ხახვის მასა ხელს უწყობს აბსცესების, ფურუნკულების მომწიფებას და იქიდან ჩირქის გამოდევნას. ამისთვის ხახვის ფაფისებური შემთბარი მასა დაიდეთ აბსცესზე (ძირმაგარაზე) და შეიხვიეთ. გამოიცვალეთ დღეში ორჯერ.

ხახვი სურდოს დროს: გახეხეთ სარეცხის საპონი, რომ მიიღოთ ორი სუფრის კოვზი, ასევე ხახვი - ორი სუფრის კოვზი, დაუმატეთ ორ-ორი სუფრის კოვზი სპირტი და რძე. კარგად აურიეთ. მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით დიდ ქვაბზე მდუღარე წყლით. ორთქლზე გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთი და შემდეგ გააცივეთ. მასაში ამოავლეთ ბამბის ქულები და მოათავსეთ ცხვირის ნესტოებში.

უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>

ხახვი გამოიყენება ყურის დაცობისას. ამ დროს უნდა აიღოთ ხახვის წვენი - 4 წილი, არაყი - ერთი წილი. კარგად აურიოთ. ჩაიწვეთეთ მიღებული მასა ორი წვეთის ოდენობით დღეში ორჯერ.

ვიტამინები თეფშზე - Sputnik საქართველო
D ვიტამინი – იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი

თმის ზრდისა და გამაგრებისთვის: აიღეთ 1 წილი კონიაკი, 4 წილი ხახვის გადაწურული წვენი, 6 წილი ოროვანდის ფესვის ნახარში. აურიეთ, შეიზილეთ თმის კანში, შეიხვიეთ თავი პირსახოცით 2 საათის განმავლობაში, შემდეგ დაიბანეთ. შეძლებისდაგვარად გაიმეორეთ ყოველკვირეულად.

ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის: შეურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა ხახვის წვენი ერთ ჭიქა რძესთან, კარგად აურიეთ. თუ თაფლი ჩაშაქრულია, ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე, ან ჭამიდან 2-3 საათში.

დიაბეტის დროს: 2-3 დაქუცმაცებულ ხახვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა თბილი წყალი, გააჩერეთ 7-8 საათი, გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ 1 ყავის ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

სტევია – ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი>>

კოჟრების მოსაცილებლად: ხახვის ქერქი მოათავსეთ ქილაში და დაასხით ძმარი ისე, რომ დაიფაროს მთლიანად. დაახურეთ ქილას სპეციალური ქაღალდი და მოუკარით თავი. დატოვეთ ორი კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ამოიღეთ ხახვის ფურცელი და შეაშრეთ. დაიდეთ კოჟრზე 2-3 მმ ზომის ხახვის ფურცლების ფენა, გარშემო კანზე კი წაისვით ვაზელინი ან სხვა ცხიმი. შეიხვიეთ ღამით. დილით, ძალის გარეშე, მოიშორეთ კოჟრი. თუ არ მოძვრა, პროცედურა გაიმეორეთ.

ვაშლი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
ვაშლის ძმარი, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში

ხველებისა და ბრონქიტის დროს: 500 გრამ დაქუცმაცებულ ხახვი, 400 გრამი შაქარი, 50 გრამი თაფლი, 1 ლიტრი წყალი აურიეთ, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 3 საათი. გააცივეთ, გადაწურეთ და გადაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 4-6-ჯერ. შეინახეთ კარგად დახურულ მდგომარეობაში ცივ, ბნელ ადგილზე.

ბავშვებში კბილის ტკივილისას გაჭერით ხახვი შუაზე და დაადეთ ის, თუ კბილი მარცხენა მხარეს სტკივა, მარცხენა იდაყვის, ხოლო თუ მარჯვენა მხარეს - მარჯვენა იდაყვის სახსარში (შიდა მხარეს) გაჭრილი მხრიდან, გადაახვიეთ დოლბანდით. 10-15 წუთში ტკივილი გაქრება. ამის შემდეგ ხახვი იდაყვიდან აიღეთ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური