ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია. მისი გამოყენების მრავალფეროვნება ნამდვილად გაკვირვებას იწვევს. ზოგიერთი თვისება თქვენთვის, შესაძლოა, აღმოჩენაც გახდეს.
– სოკო ფეხზე ან ფრჩხილზე — ამას ძალიან ბევრი უსიამოვნო გართულება შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად ანთებითი პროცესი ხელისა და ფეხის თითებს შორის, ფეხებზე; სოკო შეიძლება ფრჩხილის ქვეშაც ჩაიზარდოს, რასაც მუდმივი ტკივილი ახლავს თან.
სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელებისა და ფეხების დალბობა ვაშლის ძმარში ყოველდღე, 10-30 წუთის განმავლობაში, სანამ სოკო არ გაქრება.
თუ ვაშლის ძმარი სუფთა სახით კანს გვიწვავს, ჭიქა ძმარი შეგვიძლია წყალში გავაზავოთ.
– კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარება სულ მცირე რაოდენობის ვაშლის ძმარს შეუძლია, რომელსაც წყალში ან ვაშლის წვენში გავხსნით.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მუცლის ტკივილის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, ხოლო ვაშლის ძმარი ბაქტერიების „დიდი მტერია“.
– ერთ ჭიქა ცივ წყალს თუ ½ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატებთ და ამას კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, თქვენი თმა ბზინვარე გახდება. ვაშლის ძმარი ასევე ქერტლისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
– დამწვრობის ტკივილის შესამსუბუქებლად ვაშლის ძმრის ანთების საწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ. ერთი ჭიქა ძმარი დაამატეთ ცივი წყლის აბაზანას, ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.
– გვერწმუნეთ, რომ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი სლოკინის მოხსნაში დაგეხმარებათ.
– ვაშლის ძმარში არსებული მჟავა, რომელიც მადას აქვეითებს, ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ასევე ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის არასასურველი შეკავება აღკვეთოს.
– ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავის (თანაბარი თანაფარდობით) გამოყენება პულვერიზატორის დახმარებით თქვენს სახლს დეზინფექციას ჩაუტარებს.
– წყლის 10 გალონს (1 გალონი — 3,5-დან 4,5 ლიტრამდე) დაუმატეთ 10 უნცია ძმარი და მოასხით ბაღში. თქვენი ბაღი დამშვენდება და თან სარეველების ჭაჭანება არ იქნება.
გლიცერინი და ვიტამინი Е - ახალგაზრდობისა და სილამაზის გარანტი>>
– ერთ ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გულძმარვისგან განგკურნავთ. თითქოს, არალოგიკური და დაუჯერებელია, მაგრამ — ნამდვილად ასეა.
ვაშლის ძმრის გამოყენება ეფექტურია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:
- აკნე
- ვენების ვარიკოზული გაფართოება
- ალერგიების გამომწვევი ტოქსინების გამოდევნა
- ტკივილი ართრიტისას
- კიბოს ზოგიერთი სახეობის პროფილაქტიკა
- გაციების, გრიპის, ყელის ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა
- დიაბეტის კონტროლი
- თავის ტკივილი
- გულის ჯანმრთელობის გაძლიერება
- შინაური ცხოველების რწყილებისგან გათავისუფლება
- კბილების გათეთრება
- სხეულის დეტოქსიკაცია
- სხეულის სუნის ნეიტრალიზება