რა არის ბიშექტომია: დადებითი და უარყოფითი მხარეები

© AFP 2024 / Fabrice COFFRINI ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო პერიოდში ბიშექტომია, იგივე ბიშას ბალიშების ამოკვეთა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში. ბიშას ბალიშები ახალშობილ ასაკში ძუძუს  წოვის პროცესში გვეხმარებოდა, თუმცა ზრდასრულ ასაკში დამატებითი ფუნქცია აღარ გააჩნია. ამასთან ის სახეზე დიდ ადგილს იკავებს.

ბიშექტომიას მიმართავენ ქალბატონები, რათა მათი სახის ნაკვთები უფრო გამოიკვეთოს. ამ პროცედურის გაკეთების შემდეგ სახე გამხდარი ჩანს და ნაკვთებიც მეტად იკვეთება.

ამ ოპერაციისთვის არა ერთ ცნობილ ადამიანს მიუმართავს, მათ შორის არიან მოდელი ბელა ჰადიდი, ანჯელინა ჯოლი, ვიქტორია ბექემი, თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი და სხვა. შედეგი საკმაოდ შესამჩნევი და შთამბეჭდავია.

კოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის - Sputnik საქართველო
მარტივი და იაფი სილამაზე: ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები სახლის პირობებში

როგორ იცვლება სახის ნაკვთები ოპერაციის შემდეგ

ამ ერთი შეხედვით მარტივ პროცედურას, პატარა ჯადოქრობის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. პროცედურის შემდეგ სახეს მნიშვნელოვნად ეცვლება ფორმა: მცირდება ლოყების ზომა, იკვეთება ყვრიმალები, მცირდება ტუჩებისა და ცხვირის მიდამოებში ნაოჭების რაოდენობა.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა

პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება და დაახლოებით 40-60 წუთი გრძელდება. ის დიდ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. სარეაბილიტაციო პერიოდი 3-5 დღეს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში  შეიმჩნევა შეშუპება, ამიტომ სავალდებულოა სპეციალური კომპრესიული ნიღბის ტარება.

კეტჩუპის ღიმილაკი პურის ნაჭერზე  - Sputnik საქართველო
სამი ყველაზე გავრცელებული შეცდომა დიეტის დროს: უნდა ავკრძალოთ თუ არა პური

ვის უნდა ვანდოთ ოპერაცია

ბიშექტომიის ჩატარება მხოლოდ სტერილულ საოპერაციოში უნდა მოხდეს და არა სტომატოლოგიურ ან კოსმეტოლოგიურ კაბინეტში. პროცედურა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს – პლასტიკურმა ან ყბა-სახის ქირურგმა. სპეციალისტი გამოგკითხავთ და დაგინიშნავთ გამოკვლევებს და რაც მთავარია, სწორად შეაფასებს ბიშას ბურთულების სრული თუ ნაწილობრივი ამოკვეთა უნდა მოხდეს და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგი.

ვისთვის არის დაუშვებელი ბიშექტომიის ჩატარება

ბიშექტომიის პროცედურის ჩატარება 25 წლამდე არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ ასაკამდე ქსოვილები ფორმას იცვლის და ბიშექტომიის შემთხვევაში, შეიძლება ამ ცვალებადობამ კანის ჩამოწელავა და ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.

შემოდგომის თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი ცივ სეზონზე და აღვიდგინოთ დაკარგული ენერგია

რა უარყოფითი მხარე აქვს ბიშექტომიას

ქალბატონები, რომლებმაც პროცედურა 10-15 წლის წინ ჩაიტარეს, უფრო დაღლილად გამოიყურებიან. ამის მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომლებიც თან ახლავს დაბერების პროცესს. თუ ნორმალურ პირობებში, დროთა განმავლობაში ეს პროცესი იწვევს ბიშას ბურთულების დეფორმაციას და ლოყების ჩავარდნას, ადრე ჩატარებული ბიშექტომიის და ბიშას ბალიშების ამოკვეთის შემთხვევაში ეს ეფექტი უფრო თვალშისაცემი ხდება.

სანამ ოპერაციას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი

შედეგი შეიძლება დროებითი იყოს, რადგან ეს ინდივიდუალურია და დიდად არის დამოკიდებული სხეულის მასის ცვალებადობაზე. შესაძლოა სახის ახალი ფორმა არ მოგიხდეთ. სახისთვის კი ადრინდელი ფორმის მიცემა საკმაოდ რთულია.

გაზირებული სასმელი - Sputnik საქართველო
ნამდვილად არის თუ არა გაზიანი სასმელი მავნე ორგანიზმისთვის: რა არის მითი და რა – რეალობა

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას

გახსოვდეთ, შესაძლოა ყველა ქირურგიულ პროცედურას ახლდეს გართულებები, თუ არ დაიცავთ ექიმის მითითებებს. ბიშექტომიის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს: Სისხლდენა, შეშუპება, ტკივილი სახის არეში, სითხის დაგროვება, ინფექცია და სხვა.

როდის ვიღებთ საბოლოო შედეგს

საბოლოო შედეგი შეიძლება რამდენიმე კვირაში გახდეს შესამჩნევი. ოპერაციით მიღებული შედეგი სამუდამოა, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დეტალურად მიიღეთ ინფორმაცია პლასტიკური ქირურგისგან. შეაფასეთ რისკბი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0