მარტივი და იაფი სილამაზე: ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები სახლის პირობებში

გამოწერა
ბუნება უხვად გვაძლევს ადამიანებს ყველაფერ იმას, რაც ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის არის მნიშვნელოვანი.

თუ დღეში ნახევარ საათს გამოყოფთ და ჩვენ მიერ მითითებულ, ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებულ შინაურ ნიღბებს გამოიყენებთ, თქვენი კანი ახალგაზრდულ იერს ხანგრძლივად შეინარჩუნებს.

© photo: Gamarjoba / FBყურძენი და წვენი
მარტივი და იაფი სილამაზე: ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები სახლის პირობებში - Sputnik საქართველო
ყურძენი და წვენი

ყურძენი

ამ სეზონზე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ ყურძნის ნიღბის მომზადება. დილაობით გაიწმინდეთ კანი ყურძნის ახალგამოწურული წვენით, 20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ცნობილია, რომ მშრალი კანი სწრაფად ბერდება და ხშირად იქერცლება, ამიტომ აუცილებელია მისი დატენიანება, რასაც ყურძენი ძალიან კარგად ახერხებს.

გარგარი

სიმშრალის დროს ასევე გამოგადგებათ გარგარი. წვრილად გახეხეთ ერთი ცალი გარგარი ან გაფცქვნილი ატამი, შეურიეთ არაჟანი თანაფარდობით ერთი ერთზე, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი მოიშორეთ ტამპონით.

ბანანი

ბანანი არა მარტო ვიტამინებით გაამდიდრებს კანს, არამედ დაასვენებს და სიმსუბუქეს შესძენს. გახეხეთ მწიფე ბანანი, მიღებულ მასას შეურიეთ კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით.

მანგო

აურიეთ ერთმანეთში მანგოსა და გარგარის რბილობი, წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და გაიწმინდეთ კანი მატონიზებელი საშუალებით, რომელიც არ შეიცავს სპირტს. ეს ნიღაბი აცხრობს გაღიზიანებასა და სიწითლეს.

CC BY 2.0 / corbin_dana / lemonadeყოველდღე მიიღეთ ლიმონიანი წყალი
მარტივი და იაფი სილამაზე: ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები სახლის პირობებში - Sputnik საქართველო
ყოველდღე მიიღეთ ლიმონიანი წყალი

ლიმონი

წყალში გაზავებული ლიმონის წვენი მკურნალობს ნახეთქებს, ავიწროვებს ფორებს და კანს გლუვს ხდის. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, ლიმონს ხშირად ნუ მოიხმართ.

კიტრი

კიტრი სახის კანს ცხიმოვანი ფენის აღდგენაში ეხმარება. შეურიეთ ერთი კიტრის ფაფა არაჟანს და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე ცივი წყლით.

პომიდორი

დაიდეთ დაბანილ სახეზე წვენგამოწურული ბრტყლად დაჭრილი პომიდორი, გაიჩერეთ 20-25 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 

სტაფილო

სტაფილო შეიცავს კაროტინს, რომელიც სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს. საკმარისია კანის დღეგამოშვებით გაწმენდა სტაფილოს წვენით, რომ სასიამოვნო ელფერი მიიღოს. თითქმის ასეთივე ეფექტი აქვს ჩაის ნაყენს.

კომბოსტო

რძეში მოხარშული კომბოსტოს ფოთლებისგან შესანიშნავი სახის და ყელის ნიღაბი გამოდის. მოხარშეთ ფოთლები რძეში და შემდეგ თქვიფეთ იქამდე, სანამ პიურეს მსგავს მასას არ მიიღებთ. გაიჩერეთ სახეზე 10-15 წუთი.

ყაბაყი

ყაბაყის გამოყენება მიზანშეწონილია მშრალი კანისთვის. დაჭერით ყაბაყი მრგვლად და ნაჭრები დაიდეთ სახეზე. ეს ხელს უშლის კანის დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას.

 

ყველა ახალი ამბავი
0