ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

დუმაში სურთ, რომ მსოფლიოში პირველი კორონავირუსული ვაქცინის შემქმნელები ნობელზე წარადგინონ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დუმაში მიაჩნიათ, რომ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შემქმნელები ნობელის პრემიაზე წარდგენას იმსახურებენ „საკაცობრიო მნიშვნელობის გარღვევისათვის“.

თბილისი, 8 ოქტომბერი ― Sputnik. გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული ცენტრის მეცნიერები, რომლებმაც მსოფლიოში პირველი ვაქცინა შექმნეს COVID-19-ის წინააღმდეგ, წარდგენილი უნდა იყვნენ 2021 წლის ნობელის პრემიაზე, მიაჩნიათ რუსეთის სახელმწიფო დუმის ჯანდაცვის კომიტეტში. 

კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა ტესტირების დეტალები: გამალეის ცენტრი ვაქცინის კვლევებზე საუბრობს

საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ ოგულმა განაცხადა, რომ საუბარია საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენაზე.

„ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა, რომლითაც დღეისათვის თითქმის 36 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და მილიონზე მეტი დაღუპული, ნამდვილი გარღვევაა მეცნიერებასა და მედიცინაში. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ეს გარღვევა რუსი მეცნიერების დამსახურებაა. მიმაჩნია, რომ მათი შრომა მთელი მსოფლიოს საზოგადოებამ უნდა დააფასოს“, ― განაცხადა დეპუტატმა.  

ოგულის მოსაზრებას ეთანხმებიან ჯანდაცვის კომიტეტის სხვა წევრებიც. ბორის მენდელევიჩის თქმით, პირველი ვაქცინის შემქმნელები ნამდვილად იმსახურებენ ნობელის პრემიაზე წარდგენას „მსოფლიო მნიშვნელობის გარღვევისათვის“.

კორონავირუსის ვაქცინა  - Sputnik საქართველო
ცნობილია, ვინ არ შეიძლება აიცრას COVID-19-ზე: აკადემიკოსი განმარტავს

აგვისტოში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ V“ ორგანიზმში ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი ინტერვალით.

ვაქცინის პოსტრეგისტრაციული კლინიკური კვლევები მოსკოვში 7 სექტემბერს დაიწყო, ორი დღის შემდეგ პირველი მოხალისეები აიცრნენ. სულ კვლევებში 40 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 10 ათასს პლაცებო გაუკეთდება. ეს აუცილებელია ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

ყველა ახალი ამბავი
0