ცნობილი გახდა ტესტირების დეტალები: გამალეის ცენტრი ვაქცინის კვლევებზე საუბრობს

© photo: courtesy of RDIF and the Gamaleya Center / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ვაქცინა
კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ კვლევებში 40 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 10 ათასს პლაცებო გაუკეთდება. ეს აუცილებელია ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მოხალისეებმა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინა „სპუტნიკ-V“-ს პოსტრეგისტრაციულ კვლევებში მონაწილეობენ, და ასევე ექიმებმა, რომლებიც მათ ცრიან, არ იციან, რომელს რა უკეთდება — ვაქცინა თუ პლაცებო, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს გამალეის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.

„ეს მარტო კომპიუტერმა იცის, რომელმაც ყველაფერი დაშიფრა. ადამიანს ენიჭება კოდი“, — აღნიშნა მან.

გინცბურგმა დააზუსტა, რომ სწორედ ამ კოდის დახმარებით გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ მოხალისეს ერთხელ ვაქცინა გაუკეთდეს, მეორედ კი — პლაცებო.

ვაქცინა „ეპივაკკორონა“ - Sputnik საქართველო
რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინა გამოსცადეს

მისი თქმით, კვლევის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ შეიტყობენ, თუ რით აცრეს – ვაქცინით თუ პლაცებოთი, რაც ტესტირება დასრულდება.

აგვისტოში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ V“ ორგანიზმში ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი ინტერვალით.

ვაქცინის პოსტრეგისტრაციული კლინიკური კვლევები მოსკოვში 7 სექტემბერს დაიწყო, ორი დღის შემდეგ პირველი მოხალისეები აიცრნენ. სულ კვლევებში 40 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 10 ათასს პლაცებო გაუკეთდება. ეს აუცილებელია ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

 

ყველა ახალი ამბავი
0