„ეს დიდი რისკია“ – გახარიამ ყარაბაღთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა

© photo : Gakharia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი დაინტერესებულია, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, აღნიშნა პრემიერმა.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და აღნიშნა, რომ თბილისი ვითარების მშვიდობიანი მოგვარებითაა დაინტერესებული.

საქართველოს პრეზიდენტი მზადაა ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლოს>>

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მრავალრიცხოვანი მსხვერპლია როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხარეს.

„როდესაც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს ნამდვილი ომი, საქართველოსთვის ეს უდიდესი რისკია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რა შესაძლებლობაც გვაქვს, რომ წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელებიცა და სომხებიც.

„საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, რაც შეგვიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს უსაფრთხოების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

უფრო ადრე პრემიერმა კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა შესთავაზა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

„ეს სიცრუეა“ – სუს–ი აზერბაიჯანში საქართველოს გავლით სირიელი ბოევიკების გადასროლაზე>>

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0