13:27 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)
7601

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის შიგნით ვითარების დესტაბილიზაციისა და რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის უფლებას არავის მისცემს

თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ქვეყანა აზერბაიჯანში სირიელი ბოევიკების გადასროლაში მონაწილეობდა.

„მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან... მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად, რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას“, – განაცხადა ლილუაშვილმა ბრიფინგზე.

მან ასევე რეგიონში სიტუაციის გამწვავების მცდელობა უწოდა მოწოდებებს საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ გადაკეტონ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა.

„ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა სუს–ის უფროსმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (90)

მთავარი თემები