ყარაბაღი, დავით-გარეჯი და ქართული არჩევნები - რა კავშირია მათ შორის?

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო სიმბოლიკა. ბანერები
წინასაარჩევნო სიმბოლიკა. ბანერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული პრესა თვალს ადევნებს სომხეთ-აზერბაიჯანის გამწვავებულ კონფლიქტს, ექსპერტები კი განუწყვეტლივ იმაზე მსჯელობენ, როგორ შეიძლება აისახოს ესკალაცია დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე და ზოგადად ვითარებაზე ქვეყანასა და კავკასიის რეგიონში

არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ ყარაბაღის თემამ ქართული გაზეთების გვერდებზე მთავარი ადგილი დაიკავა, მაგრამ მან საგრძნობლად შეავიწროვა წინასაარჩევნო და კორონავირუსის თემატიკა. ბოლნისსა და მარნეულში პოლიტიკური მეტოქეობის აგრესიულ გამოვლინებასაც კი, რომლის დროსაც ჟურნალისტები ცემეს, არ გამოუწვევია განსაკუთრებული გამოძახილი მასმედიაში. მით უმეტეს, რომ მსგავსი დაპირისპირება, პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, არ ასახავს ქართული საზოგადოების საერთო განწყობას („რეზონანსი“, 30.09).  

სამაგიეროდ გამოცემა მძაფრად რეაგირებს შფოთვაზე, რომელმაც მასში სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების შედეგად დაისადგურა. ღელვა და შეშფოთება, მიაჩნიათ გაზეთის მესვეურებს, არის ბუნებრივი რეაქცია მოვლენათა განვითარების არაპროგნოზირებად ხასიათზე (2.10).

ვის აძლევს ხელს ყარაბაღის კონფლიქტი

საქართველოსთვის ის ნებისმიერ შემთხვევაში უზარმაზარ რისკებს შეიცავს. არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისითაც. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სომეხი და აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ. მთავრობამ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს - აცხადებს გაზეთი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლოს

ამასთან, ექსპერტი კახა გოგოლაშვილი სკეპტიკურად უყურებს პრემიერ გიორგი გახარიას წინადადებას, ჩაატარონ თბილისში მხარეთა წარმომადგენლების შეხვედრა („რეზონანსი“, 1.10). თანაც საქართველოს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებაც არ იქნება მარტივი. მისი ეკონომიკა მჭიდროდ უკავშირდება თურქეთს, რომელიც ღიად უჭერს მხარს ბაქოს („საქართველოს რესპუბლიკა“, 1-2,10), და აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებს. შემთხვევითი არ არის პრესაში სათაურების საერთო ლაიტმოტივი - რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველო („რეზონანსი“, 29.09), ჩაერევიან თუ არა კონფლიქტში რუსეთი და თურქეთი (30.09), რა გავლენას მოახდენს ის რეგიონზე („კვირის პალიტრა“, 28.09-4.10) და სხვ.

სამხედრო მოქმედებების გარდა, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთის მიმართ მასობრივ პროპაგანდისტულ შეტევებზეც გადადიან. კეთდება ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები („ახალი თაობა“, 1.10). თუმცა, როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა მაინც მოახერხა რამდენიმე სოფლის დაკავება მთიან ყარაბაღში და რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან მწვერვალს დაეპატრონა.

დროა, შეწყვიტოთ ცეცხლი: საქართველოს პრეზიდენტმა ფაშინიანსა და ალიევს მიმართა>>

სომხეთი კონფლიქტში პირდაპირ არ მონაწილეობს, არამედ ირიბად მხარს უჭერს თვითაღიარებულ რესპუბლიკას. ეს პრინციპული მომენტია, ვინაიდან ყარაბაღისგან განსხვავებით, პირველი არის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მონაწილე, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. რა მოხდება, თუ სომხეთი უცებ გადაწყვეტს მთიანი ყარაბაღის აღიარებას - სვამს კითხვას „რეზონანსი“ (1.10).

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს უსაფრთხოების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

თუმცა მიმომხილველები თანხმდებიან, რომ მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიციას დაიკავებენ და რამდენად აქტიურად ჩაერევიან კონფლიქტში კავკასიის მთავარი მოთამაშეები - რუსეთი და თურქეთი. ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს აშშ-ისა და ნატოს შესაძლო დაინტერესებასაც, რომლებიც ბოლო დროს ცდილობენ შავ ზღვაზე კონტროლის დამყარებას („კვირის პალიტრა“). თუმცა ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი დარწმუნებულია, რომ მათზე ამ შემთხვევაში ბევრი არაფერი იქნება დამოკიდებული („საქართველოს რესპუბლიკა“, 29-30.09).

განჯის დაცხრილვა კარგს არავის არაფერს უქადის...

სააკაშვილი თავხედია, მაგრამ არა გულადი

ასე დაახასიათა ექსპრეზიდენტი პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, დავით მაღრაძემ („კვირის პალიტრა“). მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ხშირად სკანდალური ხასიათისაა. ამჯერად მისმა ნათქვამმა სომხეთის მხარე აღაშფოთა („რეზონანსი“, 29.09). თავისთავად თეზისი სუვერენული ტერიტორიების ხელშეუხებლობაზე არახალია. თუმცა მთიან ყარაბაღში უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის კონტექსტში მან მწვავე პოლიტიკური ჟღერადობა შეიძინა და, ექსპერტთა აზრით, უადგილო აღმოჩნდა.

ერევნის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ სააკაშვილს დოქტორის საპატიო წოდება ჩამოართვა. ეს, რასაკვირველია, თავად უნივერსიტეტის საქმეა, მით უმეტეს, როდესაც გაუგებარია, საერთოდ რა დამსახურებისთვის მიანიჭა მას თავის დროზე ეს წოდება, ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. თუმცა განცხადება უადგილოა იმიტომ, რომ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, შეხედულებები შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც საქართველოს პოზიცია („რეზონანსი", 2.10).

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
შემოიტანოს, ითხოვოს და ნახავს... მისცემს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას

ექსპრეზიდენტი შემთხვევით განცხადებებს არ აკეთებს, დარწმუნებულია პაატა ზაქარეიშვილი. როგორც ჩანს, ამჯერად მისი სიტყვები ნაკარნახებია სურვილით, მიიღოს მეტი ხმა აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში (30.09). თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ის ერთადერთი არ არის, ვინც ისურვებდა, სიტუაციით ეხეირა.

წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ (რაზმაძე) გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ეჭვი, რომ ყარაბაღის კონფლიქტსა და არჩევნებს უკავშირდება საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის საკითხში ახალ გარემოებათა მოულოდნელი გამოჩენა. საუბარია ადრე გამქრალ და ამას წინათ ხელახლა აღმოჩენილ კარტოგრაფიულ მასალაზე, რომლის შედეგადაც შეიძლება გადაიხედოს 2006-07 წლების შეთანხმება აზერბაიჯანთან, დაკავშირებული დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან.

მართალია, დეტალებს არ აზუსტებენ, მაგრამ შეთანხმებაზე ადრე უმაღლეს სასულიერო პირებსაც კი არაფერი სმენიათ. ამან მამა გიორგის იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ საქმე შესაძლოა წინასაარჩევნო ხრიკთან გვქონდეს. თუმცა, როგორც „ახალი თაობა“ იუწყება, პროკურატურას აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმე. 1 ოქტომბერს დავით-გარეჯის საკითხზე კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლისგან, ნატალია ილიჩევასგან კი, „კურიერის“ ინფორმაციით, 1938 წლის ორიგინალური რუკა ამოიღეს, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს („რეზონანსი“, 2.10).

ჯეიჰუნ ბაირამოვი და დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

ამ საქმისთვის ადრევე უნდა მიეხედათ, არ მალავს უკმაყოფილებას ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური („ახალი თაობა“, 2.10). ჩვენ მივეჩვიეთ წინასაარჩევნო მანიპულაციებს, აღნიშნავს გია ხუხაშვილი. ექსპერტის აზრით, არაკორექტულია რუკებსა და ქრთამებზე საუბარი ახლა, როცა აზერბაიჯანი რთულ მდგომარეობაშია და ცდილობს ტერიტორიების დაბრუნებას.

 „მიმინოს“ წინასაარჩევნო ფრენა

ამასობაში, საპარლამენტო სავარძლებისთვის ბრძოლა მწვავდება და სულ უფრო მეტ ინტრიგას იძენს. ბოლო მომენტამდე არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ნომრად პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იქნებოდა („რეზონანსი“, 30.09). მაგრამ სია გამოქვეყნდა და მის სათავეში აღმოჩნდა... პოპულარული მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე („ახალი თაობა“, 2.10).

კიკაბიძის კავშირი ნაციონალებთან ყველასთვის ნათელია, განსხვავებით პოლიტიკასთან მისი კავშირისა. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობამ“ გადაწყვიტა ქარიზმატული ლიდერის არყოფნაში ბუბა კიკაბიძის ქარიზმა გამოიყენოს. თუმცა ანალიტიკოსების რეაქცია ამ  ნაბიჯზე უარყოფითია. გადაწყვეტილებას არასერიოზული უწოდა ვახტანგ ძაბირაძემ. „თავდაპირველად გადავწყვიტე, რომ ეს ხუმრობა იყო, - ამბობს ექსპერტი გია აბაშიძე, - კიკაბიძე „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია, მაგრამ არა პოლიტიკოსი („რეზონანსი“, 2.10).

Вахтаанг Константинович Кикабидзе  ვახტანგ კონსტანტინეს ძე კიკაბიძე - Sputnik საქართველო
რას გეგმავს და რატომ მოდის პოლიტიკაში ვახტანგ კიკაბიძე

არაერთმა მიმომხილველმა გაიხსენა, რომ ნაციონალების ლიდერები დასცინოდნენ „ქართულ ოცნებას“, რომლის დეპუტატთა შორის ცნობილი სპორტსმენები იყვნენ. მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა და პრინციპში, პარტიებს არ ეკრძალებათ სიაში ნებისმიერი ადამიანის შეყვანა, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან. სხვა საქმეა ამომრჩეველი, რომელმაც ხმა უნდა მისცეს თავის რჩეულებს.

„სამზარეულო რეიტინგი“, განმარტავს რამაზ საყვარელიძე, განსხვავდება გადაწყვეტილებისგან, რომელსაც ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან იღებს („რეზონანსი“, 28.09). თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელი ამომრჩეველი ყველაზე არც ისე კარგი შეხედულებისაა. მოძრაობა „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე წუხს იმის გამო, რომ უკვე ნათელია, რომ არცერთი მხარე არ აღიარებს მარცხს („ახალი თაობა“, 30.09).

დღეს პარლამენტში მხოლოდ იმისთვის მიდიან, რომ თავიანთ ბიზნესს ლობირება გაუწიონ და დალხენით იცხოვრონ, ხსნის ფენომენს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე („ახალი თაობა“, 1.10). დროა პარლამენტში პოლიტიკის დაბრუნება - ამბობს გაზეთის ამავე ნომერში სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე.

ყველა ახალი ამბავი
0