რას გეგმავს და რატომ მოდის პოლიტიკაში ვახტანგ კიკაბიძე

© photo: Sputnik / StringerВахтаанг Константинович Кикабидзе ვახტანგ კონსტანტინეს ძე კიკაბიძე
Вахтаанг Константинович Кикабидзе  ვახტანგ კონსტანტინეს ძე კიკაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიკაბიძე, რომელმაც რუსეთში კონცერტები და გასტროლები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა,  საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დიდ პოლიტიკოსს და მის მეგობარს უწოდებს.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, კიკაბიძე მზადაა მონაწილეობა მიიღოს რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში, აღნიშნული განცხადება ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარ არხის“ ეთერში გააკეთა.

ამ დღეებში ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის პირველ ნომრად დასახელდა. ბლოკში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ოთხი პარტია შედის. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 50 პარტია და ორი ბლოკი. 

ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის სათავეშია

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში.

„თუ ყველაფერი კარგად დასრულდება და ხელისუფლება შეიცვლება, შეუძლიათ რუსებთან და იგივე ჩვენს ძმებთან  – აფხაზებთან, ოსებთან მოლაპარაკებებისთვის გამომიყენონ.... მე ავტორიტეტი მაქვს რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში. როცა ნაზარბაევი ჩამოვიდა, აღმოჩნდა, რომ მე მეძებდნენ, ამბობენ, თურმე ჩემი წაყვანა სურდა დავოსში“, – განაცხადა კიკაბიძემ.

კიკაბიძის თქმით, მას აღელვებს ბავშვებისა და ახალგაზრდების ბედი, სიღარიბესა და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემები.

„ზოგიერთი ბავშვი ისე იზრდება, რომ შოკოლადის გემო არ იცის. ძალიან ბევრი ბავშვია ქუჩაში, ძალიან ბევრი ავადმყოფობს. ჩვენთან კრიმინალი იმიტომაა მომატებული, რომ ადამიანებს უჭირთ და შიმშილობენ“, – მიაჩნია მომღერალს.

კიკაბიძე, რომელმაც რუსეთში გასტროლები და კონცერტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დიდ პოლიტიკოსს და მის მეგობარს უწოდებს.

ვახტანგ კიკაბიძეს ფილმ „მიმინოში“ შესრულებულმა როლმა განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. საქართველოში იგი მისი მოქალაქეობრივი პოზიციის, შესრულებული როლებისა და სიმღერებისთვის დიდი სიყვარულით სარგებლობს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0