მშობლების საყურადღებოდ! როგორ მივიღოთ ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200-ლარიანი დახმარება

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთარობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ბავშვებისთვის ფულადი დახმარების მისაღებად მშობლებმა გარკვეული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ. 

თბილისის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
მთავრობა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყებაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

„ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო განცხადებების შევსების ფორმასა და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე მუშაობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში დოკუმენტების ჩამონათვალი მაქსიმალურად უბრალო უნდა იყოს, რათა ჩვენი ბავშვების კეთილდღეობის მიზნით სახსრების გადარიცხვა ოპერატიულად მოხდეს. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით პორტალს, სადაც შესაძლებელი გახდება დოკუმენტაციის ატვირთვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ბავშვებისთვის დახმარება 1-დან 15 სექტემბრის პერიოდში გადაირიცხება.

მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0