მთავრობა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის უნივერსიტეტი
თბილისის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებამ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელება გადაწყვიტა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ერთი სემესტრის სწავლის საფასურს აუნაზღაურებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ამას გარდა, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სოციალური ქულა 150 ათასზე ნაკლები აქვთ და პანდემიის პერიოდში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ხელისუფლება ფიზიკურ პირებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კომუნალური მომსახურების გადასახადს დაუფარავს, გარდა ამისა სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყებამდე სახელმწიფოსგან ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0