Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისი–რიგა: დღეიდან ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება

© photo: Sputnikთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Airbus A220 და A300 მარკის თვითმფრინავები რეგულარულ რეისებს თავდაპირველად კვირაში ერთხელ, მოგვიანებით კი ორჯერ შეასრულებენ.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და რიგას შორის დღეიდან განახლდა, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ამ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის საგენტოსა და ავიაკომპანია AirBaltic-ს შორის მიმდინარეობდა.

ცნობილია თბილისსა და რიგას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის განახლების თარიღი>>

ლატვიური ავიაკომპანია თავდაპირველად კვირაში ერთ რეისს შეასრულებს, 20 აგვისტოს შემდეგ კი ორ რეისს.

რეგულარულ რეისებს Airbus A220 და A300 მარკის თვითმფრინავები განახორციელებენ.

სარფი - Sputnik საქართველო
თურქეთში სამუშაოს მსურველთა საყურადღებოდ: დარეგისტრირდით და გაემგზავრეთ

რიგა იმ სამი საერთაშორისო მიმართულებიდან ერთ-ერთია, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო გადაზიდვები განახლდება. 2 აგვისტოდან Lufthansa-მ განაახლა რეგულარული ფრენები მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის მარშრუტით, ხოლო Air France 8 აგვისტოდან პარიზი–თბილისი–პარიზის რეისების შესრულებას დაიწყებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა. სიის მომზადებისას გათვლილი იყო ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარება, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებული ზომები, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები.

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს გადახედა: დარჩა თუ არა საქართველო ამ სიაში>>

საქართველო ევროკავშირის არაწევრი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ.

რიგა - Sputnik საქართველო
ლიეტუვაში კარანტინის გარეშე: საქართველოს მოქალაქეებს ჩასვლისას თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ

12 ქვეყნისგან შემდგარ სიაში შედიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ყველა ახალი ამბავი
0