15:04 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)
151 0 0

Airbus A220 და A 300 ტიპის თვითმფრინავები რეგულარულ რეიებს თავდაპირველად კვირაში ერთხელ, მოგვიანებით კი – ორჯერ შეასრულებენ

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და რიგას შორის 5 აგვისტოს განახლდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ამ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის საგენტოსა და AirBaltic–ს შორის უკვე დასრულდა.

ლატვიური ავიაკომპანია თავდაპირველად კვირაში ერთ რეისს შეასრულებს, 20 აგვისტოს მერე კი – ორს.

რეგულარულ რეისებს Airbus A220 და A 300 ტიპის თვითმფრინავები განახორციელებენ.

რიგა მესამე საერთაშორისო მიმართულებაა, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო გადაზიდვები განახლდება. 2 აგვისტოდან Lufthansa განაახლებს რეგულარულ ფრენებს მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის მარშრუტით, ხოლო Air France 8 აგვისტოდან პარიზი–თბილისი–პარიზის მარშრუტით.

იტალიის ელჩი: საქართველოში უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს>>

ლატვიაში კორონავირუსით ინფიცირების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში ჩატარდა 193 445 კვლევა, კორონავირუსი დაუდასტურდა 1220 ადამიანს, 1052 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 31.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიის ქვეყნები იმ ხუთი ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა.

„ამით როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდთან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება“

საქართველო ევროკავშირის არაწევრი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ.

საფრანგეთის ელჩი: მთავრობა არის კომპეტენტური, ხოლო პოლიტიკა გამჭვირვალე>>

12 ქვეყნისგან შემდგარ სიაში შედიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა. სიის მომზადებისას გათვლილი იყო ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითარება, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებული ზომები, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები.

სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (155)

მთავარი თემები