Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლიეტუვაში კარანტინის გარეშე: საქართველოს მოქალაქეებს ჩასვლისას თვითიზოლაცია აღარ მოუწევთ

© photo: Sputnik / Yan Tikhonov / გადასვლა მედიაბანკშირიგა
რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო არის 12 ქვეყანას შორის, რომელიც ევროკომისიამ Covid-19-ისგან უსაფრთხოდ დაასახელა და ევროკავშირის ქვეყნებს საზღვრის გახსნის რეკომენდაცია მისცა

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში ჩასვლისას 14 -დღიანი თვითიზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ, ნათქვამია საქართველოში ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთის ელჩი: მთავრობა არის კომპეტენტური, ხოლო პოლიტიკა გამჭვირვალე>>

თავის მხრივ, ლიეტუვა ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა.

„2020 წლის 25 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო არის იმ 12 ქვეყანას შორის, რომლებიც ევროკომისიამ Covid-19-ის თვალსაზრისით უსაფრთხოდ დაასახელა და ევროკავშირის ქვეყნებს საზღვრის გახსნის რეკომენდაცია მისცა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა. იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
თურქეთში კარანტინის გარეშე: რას სთავაზობს თურქეთი საქართველოს

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა.

საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

რაც შეეხება ეპიდემიურ ვითარებას ლიეტუვაში, ბოლო დღე–ღამეში აქ კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანად დაფიქსირებულია 1986 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1616, ამჟამად მკურნალობს 277 პაციენტი, გარდაიცვალა 80 ადამიანი.

საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა ისევ გადაიდო>>

ამ დროისთვის საქართველოს COVID–ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა დღეისთვის 1 145 ადამიანია. გამოჯანმრთელდა 927 და გარდაიცვალა 16 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0