მიმოხილვა: რუსულ თვითმფრინავ–ამფიბიას კონკურენტი არ ჰყავს

© photo: Sputnik / Сергей Мамонтов / გადასვლა მედიაბანკშიБе-200ЧС
Бе-200ЧС - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საზღვაო–სამხედრო ფლოტმა შეიარაღებაში მრავალსამიზნიანი თვითმფრინავი–ამფიბია  Бе-200 მიიღო. მას ოცზე მეტო მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული და თავის კლასში კონკურენტი არ ჰყავს

საზღვაო–სამხედრო ფლოტის სამხედრო მომზადების და გადამზადების ცენტრის საფრენ შემადგენლობაში 14 ივლისს პირველი თვითმფრინავი–ამფიბია Бе-200 „ალტაირი“ მიიღეს.

რა საჭიროა თვთმფრინავი–ამფიბია Бе-200–ები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამფიბიური რაზმების შექმნა ბალტიის, ჩრდილოეთის, წყნარი ოკეანის, შავი ზღვისა და კასპიის ფლოტილიებში სურს. ეს პასუხისმგებლობის ზონებში საბრძოლო პატრულირებისა და სამძებრო–სამაშველო ოპერაციების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოვებს. Бе-200–ები სხვა მოდიფიკაციებისგან კონსტრუქციულად და ფუნქციონალურად განსხვავდება.

კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი   - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: აერომობილური ჯავშნოსანი „სტრელა“

მანამდე Бе-200 თვითმფრინავი–ამფიბიის დაახლოებით ოცი საფრენი ეგზემპლარი შეიქმნა, რომლებსაც უპირატესად რუსეთისა და აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროები იყენებენ. თვითმფრინავს აქვს ექვსი მოდიფიკაცია: სამძებრო–სამაშველო, სატრანსპორტო, სანიტარული, სამგზავრო და ხანძარსაწინააღმდეგო. მაგალითად, БЕ-200П პატრულირებისთვის გამოიყენება. ის გამოირჩევა სათვალთვალო მოწყობილობის სიმრავლით, რაც სახელმწიფო საზღვრის (ან ეკონომიკური ზონის) დამრღვევების აღმოჩენიას საშუალებას იძლევა შორ მანძილზე. БЕ-200ПС ასევე გამოიყენება სამძებრო–სამაშველო ოპარეციებში. სახანძრო БЕ-200ЧС საექსპორტოდ მზადდება. ერთი ასეთი აზერბაიჯანმა შეიძინა, ხოლო ოთხი — ჩინეთმა დაუკვეთა 2016 წელს.

ამომავალი ვარსკვლავი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ექვს „ალტაირზე“ გააფორმა კონტრაქტი. საზღვა–სამხედრო ფლიტისთვის მათი სარგებელი აშკარაა. რეაქტიული ძრავის მქონე ყველაზე დიდ თანამედროვე თვითმფრინავ–ამფიბია Бе-200 „ალტაირს“ შეუძლია საზღვაო და ეკონომიკური ზონების საზღვრების პატრულირება, სამძებრო–სამაშველო ფუნქციების შესრულება, ხუთ ტონამდე ტვირთების გადაზიდვა 1 500 კმ–სა და 10 ათასამდე მ სიმაღლეზე.

ფრთის ქვეშ განთავსებული მძლავრი ძრავები Д-436ТД სიჩქარის საათში 710 კმ–მდე განვითარების საშუალებას იძლევა. თვითმფრინავს შეუძლია დაჯდეს ზღვის 1,3 მ სიმაღლის ტალღაზე, ხოლო ასაფრენად სულ 1 500 მ გარბენი სჭირდება — წყალზეც და ხმელეთზეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთების ოპერტიული და უსაფრთხო მიწოდებისთვის ფლოტის ხომალდებზე ღია ზღვაში.

Бе-200–ების ღირსებაა ასევე ავტონომიური ბაზირების შესაძლებლობა, ფრენის მაღალი უსაფრთხოება და ერთი რომელიმე ძრავის გაჩერების შემთხვევაში წყალზე დაჯდომის უნარი. თვითმფრინავს შეუძლია ექვსი საათის განმავლობაში გასწიოს პატრულირება ორასმილიან სანაპირო ზონაში.

МиГ-31 - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ყველაზე სახიფათო „მონადირე“ ცაში - МиГ-31“

„ალტაირის“ ათვისების ეტაპზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის გამოიყენებდა. თუმცა უნივერსალური საჰაერო პლატფორმა Бе-200 მასზე სპეცაღჭურვილობის ფართო სპექტრის განთავსებისა და რთული საბრძოლო ამოცანების შესრულების საშუალებას იძლევა. თვითმფრინავის საპატრულო მოდიფიკაციის ბორტზე შეიძლება დამონტაჟდეს აღმოჩენის ოპტიკო–ელექტრონული სისტემა და ოპერატორების ავტომატიზირებული სამუშაო ადგილები, საკომანდო–ტაქტიკური, რადიოლოკაციური და მაგნიტომეტრული სისტემები, რადიოტექნიკური დაზვერვისა და მართვის კომპლექსები. „ალტაირს“ შეუძლია აწარმოოს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ობიექტების დაზვერვა, უზრუნველყოს სპეციალური ოპერაციები, ეფექტურად გადაჭრას უბედურებაში მოყოლილი თვითმფრინავების, გემებისა და წყალქვეშა ნავების ეკიპაჟების ძებნის ამოცანები, გადაიყვანოს პირადი შემადგენლობა და გადაზიდოს შეიარაღება, განახორციელოს დაჭრილებისა და ავადმყოფების ევაკუაცია სანაპირო რაიონებიდან, სადაც აეროდრემების ქსელი არ არსებობს (ან სტიქიური უბედურებების ადგილებიდან). შესაძლოა პლატფორმა ასევე მოარგონ ნავსაწინააღმდეგო შემტევი ამოცანების გადაჭრასაც.

თვითმფრინავ–ამფიბიაზე სგას თანამედროვე რადიოლოკაციური აღჭურვილობა, მათ შორის, ახალი თაობის პილოტაჟურ–სანავიგაციო კომპლექსი. თვითმფრინავს შეუძლია შეასრულოს ფრენები ნებისმიერ ფიზიკო–გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში — დღისით თუ ღამით. მრავალსამიზნიანი Бе-200 „ალტაირი“ მსოფლიო დონის თვითმფრინავია და სპეციალისტები მას დიდ მომავალს უქადიან. უახლოეს პერსპექტივაში, ის მონაწილეობას მიირებს სანქტ–პეტერბურგის მთავარ სამხედრო–საზღვაო აღლუმში 26 ივლისს.

კასპიის გარემო

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსეთმა ახალი „იდეალური იარაღი“ შექმნა

Бе-200–ების პირველი ავიაჯგუფის ფორმირება კასპიაზე იგეგმება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის კასპიის  ფლოტილიას საკუთარი საზღვაო ავიაცია აქამდე არ ჰყოლია. მცირე ავიაჯგუფები ფლოტილიის შემადგენლობაში მხოლოს სამოქალაქო და სამამაულო ომების პერიოდში შედიოდა. კასპიის ზღვა, დიდი ალბათობისთ, გამოსაცდელ პოლიგონად იქცევა „ალტაირისთვის“.

ამის პარალელურად, გაიზრდება რუსეთის რეგიონული მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესი სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის მიმართ. თვითმფრინავ–ამფიბია Бе-200–სს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს და არ ჰყავს ღირსეული კონკურენტები.

კანადურმა კომპანია Bombardier–მა 1990 წელს შეწყვიტა თავისი „მფრინავი ხომალდების“ CL-215–ის წარმოება, რომლებსაც ბორტზე 5,3 ტონა წყლის ზიდვა შეეძლო (მსოფლიოში ასეთი სულ 120 მანქანა დარჩა). რაც შეეხება Bombardier CL-415–ს (1994 წლის მოდელი) და მის ბაზაზე შექმნილ მრავალსამიზნიან საპატრულო 415MP–ს — მათი ფასი მყიდველებს აფრთხობს (25 წლის განმავლობაში მხოლოდ 80 ერთეული გაიყიდა).

იაპონურ თვითმფრინავ–ამფიბია US-1A–სა (1971 წლის მოდელი) და US-2–ებს (2007 წ.) ვიწრო სამძებრო–სამაშველო დანიშნულება აქვთ. ხოლო ShinMaywa ძალიან ძვირი ღირს.

ჩინეთმა 1985-1986 წლებში ოთხი მრავალსამიზნიანი SH-5 ააგო, რომლებიც მხოლოდ სამძებრო–სამაშველო ოპერაციებში გამოიყენება. ხოლო AG600–ს სერიოზული ტექნიკური პრობლემები აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ ჩინეთმა რუსეთს Бе-200–ები დაუკვეთა.

ყველა ახალი ამბავი
0