მიმოხილვა: აერომობილური ჯავშნოსანი „სტრელა“

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიკალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი
კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი   - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის არმიის უნიკალური ჯავშანმობილების ხაზი უახლესი „სტრელით“ შეივსო, რომელიც  ჯავშნოსნისთვის წარმოუდგენელ სიჩქარეს — 155 კმ/სთ–ს ავითარებს.

მობილურობა ყველაზე შესამჩნევი, თუმცა არა ერთადერთი უპირატესობაა, რომელიც რუსეთისა და მისი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობასა და ასევე რუსული იარაღის აღმატებულებას განამტკიცებს თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში.

„სამხედრო–სამრეწველო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ კრასოვიცკიმ РИА Новости-ს უამბო, რომ მსუბუქ ჯავშანმანქანა Стрела-ს ანალოგი არ აქვს. ის აღჭურვილია ბალისტიკური დაცვით, აქვს ავტომატ АК-74-დან, АКМ-დან და სნაიპერული შაშხანიდან სროლის უნარი. ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა ეკიპაჟის სიცოცხლეს უზრუნველყოფს ნაღმის ან ორ კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტის მქონე სხვა მოწყობილობის აფეთქებისას. მანქანა 4,7 ტონას იწონის და გარე საკიდურზე ვერტმფრენ Ми-8-ს ზიდვა შეუძლია ტაქტიკური საჰაერო დესანტის შემადგენლობაში. შედარებისთვის, ჯავშანავტომობილი Тигр ორჯერ მძიმეა და 600 გრამამდე ტროტილის ეკვივალენტის აფეთქებას უძლებს.

МиГ-31 - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ყველაზე სახიფათო „მონადირე“ ცაში - МиГ-31“

გარედან Стрела თანამედროვე ჯავშნითა და კორპუსის გეომეტრიითაა დაცული, შიგნით დამონტაჟებულია აფეთქების ტალღის მაკომპენსირებელი სავარძლები. უახლესი რუსული ჯავშანავტომობილების ასეთმა კორპუსმა სირიაში საიმედოობა აჩვენა — აფეთქებისას ადამიანები არ იღუპებოდნენ.

Стрела-ს დანიშნულება — სპეცდანიშნულების დანაყოფების ოპერატიულ–სამსახურებრივი საქმიანობის უზრუნველყოფა, ხალხისა და სხვადასხვა სახის ტვირთების გადაზიდვაა მაღალი დონის ბალისტიკური დაცვით. სალონში რვა ადამიანი თავსდება — მძღოლის ჩათვლით. გათვალისწინებულია შეიარაღებისა და სპეცაღჭურვილობის მოდულური კომპლექსების დაყენების შესაძლებლობა. საბრძოლო მანქანა მხოლოდ რუსული მასალებითაა დამზადებული. მწარმოებელი კომპანიის ავტორიტეტი შეიარაღების სფეროში მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა საერთაშორისო ბაზარზე.

Стрела აუცილებლად მოეწონებათ სამხედროებს — მაღალი მობილურობა ხომ დანაყოფების საბრძოლო სტაბილურობის საფუძველია. თუ მანქანის კონსტრუქციაში ჩადებულ პერსპექტიულ კვანძებსა და აგრეგატებს სამოქალაქო ავტომრეწველობაც აითვისებს, მაშინ რუსეთში გამოჩნდება ყველაზე მაღალი გამავლობის კროსოვერი — გეოლოგების, ტურისტებისა თუ მეთევზეების ოცნება.

სპეცდანიშნულების ბოლიდები

ჯავშანავტომობილების ფართო სპექტრის მნიშვნელობა ბრძოლის ველზე სრულიად აშკარაა. სხვადასხვა კლასისა და შესაძლებლობების მანქანები ჯარს დასახული ამოცანის დიფერენცირებულად გადაჭრის, სიტუაციის იუველირულად ფლობის, მოწინააღმდეგის ცეცხლითა და მანევრებით დათრგუნვის საშუალებას აძლევს.  

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსეთმა ახალი „იდეალური იარაღი“ შექმნა

შემთხვევითი არ არის, რომ შეიარაღების თანამედროვე საერთაშორისო ბაზარი გადავსებულია ჯავშანტრანსპორტიორებით – Stryker (აშშ), LAV (კანადა, შვეიცარია), VBCI (საფრანგეთი), Boxer (გერმანია–ჰოლანდია), Pandur (ავსტრია), Pars (თურქეთი). ამ სექტორში ყოველწლიურად ტრიალებს მილიარდობით დოლარი და რუსული თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი დამაჯერებლად ლიდერობს უკვე რამდენიმე ათეული წელია. მარტო 2010-2017 წლებში 1206 რუსული მანქანა გაიყიდა — საერთო ღირებულებით 1,48 მლრდ დოლარი.

Стрела-ს უახლოესი კონკურენტების სია არც ისე დიდია. შესადარებლად რამდენიმე, ანალოგიური დაცულობის მქონე, ყველაზე სწრაფი მსუბუქი ჯავშანავტომობილი განვიხილოთ.

ტაქტიკური ავტომობილი Renault Sherpa II – მისი დანიშნულება უგზოობაში მისიების შესრულებაა. აღჭურვილია სხვადასხვა სახის საბრძოლო მოდულებით (ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით). აქვს 4,7 ლიტრიანი ტურბოდიზელის მძლავრი ძრავი და 120 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ჯავშოსანი SandCat, ისრაელის კომპანია Plasan-ის ნაწარმი — არის ნაღმგამძლე, მსუბუქი საპატრულო ავტომობილი ამორტიზაციული სავარძლებით, რომლებიც დამატებით დაცვას უზრუნველყოფს ნაღმების აფეთქებისას. კორპუსში არსებული ექვსი პორტი დესანტს მოძრაობისას სროლის საშუალებას აძლევს. SandCat-ს აქვს 6,7-ლიტრიანი რვაცილინდრიანი ძრავი 330 ცხენის ძალის სიმძლავრით და საათში 120 კმ სიჩქარეს ავითარებს. დსთ-ის სივრცეში ასეთი ჯავშნოსნები ჰყავთ აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და თურქმენეთს.

დისტანციური განაღმვის მანქანა - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: დისტანციური დანაღმვისა და განაღმვის უახლესი მანქანები

ავსტრალიური ჯავშანავტომობილი Hawkei — აქვს ბალისტიკური დაცვის მაღალი დონე, V-ს მსგავსი ძირი და აფეთქების მშთანთქმელი სისტემა, ნაღმებისგან დაცვას უზრუნველყოფს. მანქანაზე დამაგრებულია დისტანციურად მართვადი შეიარაღება (5,56 მმ, 7,62 მმ და 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევები, ავტომატური 40-მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნები და რაკეტსაწინაღმდეგო რაკეტები). Hawkei აღჭურვილია ექვსცილინდრიანი დიზელის ძრავით და საათში 130 კმ სიჩქარეს ავითარებს.

კომპანია General Dynamics-ის მსუბუქი ჯავშანმობილი Flyer — გამოიყენება დაზვერვისთვის, რეიდებისთვის, იერიშებისთვის, ევაკუაციისა და სხვა მისიებისთვის. Flyer აღჭურვილია 360 გრადუსიანი სისტემის იარაღით. კოშკურაზე დამაგრებულია 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. აქვს 1,9-ლიტრიანი, 150 ცხენის ძალის ძრავი და საათში 135 კმ-ს ავითარებს.

სამხრეთ აფრიკული სამხედრო–სამრეწველო Paramount Group-ის მსუბუქი ჯავშანმობილი Mbombe-4 ყველაზე ახალი ნიმუშია და პირველად IDEX-2019-ზე გამოიფინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. იტევს ათ ადამიანს. აქვს სრული ამძრავობის (4X4) სისტემა. შეუძლია შეასრულოს პატრულირების ამოცანები და ასევე მონაწილეობა მიიღოს საბრძოლო ოპერაციებში. ჯავშანმობილი აღჭურვილია ექვსცილინდრიანი, 457 ცხენის ძალის მქონე ძრავით და საათში 140 კმ-ს ავითარებს.

და ეს ყველაზე სწრაფი კონკურენტია რუსული Стрела-სთვის.

აღსანიშნავია, რომ რუსი მეიარაღეები მუხლუხოვანი ჯავშანტექნიკის სფეროში ყოველთვის მოდის კანონმდებლებად მიიჩნეოდნენ. მაგრამ სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი დიდი ხნის განმავლობაში სპეციალიზდებოდა მხოლოდ საბურავებიან ტექნიკაზე. ასეთ სერიოზულ და წარმატებულ „ოჯახში“ ნაკლის მქონეები არ იბადებიან. და მსუბუქ ჯავშანმობილ Стрела-ს დიდი მომავალი ელის ჯარში, ბრძოლის ველზე და შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0