ორი რამ, რითიც ყველა მამაკაცი ამაყობს

CC0 / Pixabay / მამაკაცის ცხვირსახოცი პიჯაკის გულისჯიბეში
მამაკაცის ცხვირსახოცი პიჯაკის გულისჯიბეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასაცილოა, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა ორი რამით ამაყობს, რისი გაკეთებაც ნებისმიერ მამაკაცს ასეთივე სიზუსტით შეუძლია...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ გერტრუდ სტაინის გამონათქვამებს.

გერტრუდ სტაინი (Gertrude Stein 1874–1946) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, ფემინისტი, დრამატურგი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა.

© AP Photoგერტრუდა სტაინი
ორი რამ, რითიც ყველა მამაკაცი ამაყობს - Sputnik საქართველო
გერტრუდა სტაინი

გერტრუდ სტაინს ეკუთვნის ტერმინი „დაკარგული თაობა“, რომელიც მან პარიზში ჩასულ ინგლისურენოვან მწერლებს შეარქვა. მის შეხედულებებს დიდი გავლენა ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.

მონა ხარ იმის, ვინც გიყვარს, მონა ხარ იმის, ვისაც უყვარხარ...>>

გერტრუდ სტაინმა მოდერნისტულ ლიტერატურაში თავისი კვალი დატოვა უფრო არა როგორც ავტორმა, არამედ თავისებური „ლიტერატურული წრის“ ორგანიზატორმა, რომელიც ახალგაზრდა ინგლისურენოვან მწერლებს აერთიანებდა. მისი ბინა პარიზის ერთ-ერთი მხატვრული და ლიტერატურული ცენტრი გახდა, სადაც არაერთი დიდი ხელოვანი იყრიდა თავს.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ქალი ქორწინებამდე პროვოკატორია, ქორწინების შემდეგ...

თავისუფალია ქალი, რომელიც ქორწინებამდე სექსისა და ქორწინების შემდეგ მუშაობის უფლებას აძლევს თავს.

სწორად მიტოვებული მამაკაცი ბუმერანგივით გიბრუნდება უკან.

როდესაც ბოლოს და ბოლოს მიიღებ იმას, რაც გსურდა, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს სულაც არაა ის, რაც გინდოდა.

სასაცილოა, რომ მამაკაცების უმრავლესობა ორი რამით ამაყობს, რისი გაკეთებაც ნებისმიერ მამაკაცს ასეთივე სიზუსტით შეუძლია: დალევა და შვილების „გაკეთება“.

ვიყავი მდიდარი და ღარიბი. ჯობს მდიდარი იყო.

დილით აზრია, საღამოს – გრძნობა.

ომში ნამყოფი ყველა ახალგაზრდა – თქვენ დაკარგული თაობა ხართ.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

ფული ყოველთვის არის, მხოლოდ ჯიბეები იცვლება.

ძალიან ადვილია გიყვარდეს, როცა მარტო ხარ.

შინაგანად ყველა ერთი ასაკისა ვართ.

ქალბატონებო, ჩვენთვის არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია.

ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია

თუ შეგიძლია ამის გაკეთება, რატომ უნდა გააკეთო?

სასიამოვნოა საუბარი დიდი მხატვრების მძიმე ხვედრზე, რომ დიდი მხატვრები ტრაგიკულად უბედურნი არიან, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისინი უდიდესი მხატვრები არიან. პატარა მხატვარიც ისევე ტრაგიკულად უბედურია, როგორც დიდი მხატვარი და მისი ხვედრიც არანაკლებ მძიმეა. მთელი განსხვავება ისაა, რომ ის დიდი მხატვარი არ არის.

ფერწერა აბსოლუტურად სუბიექტური უნდა იყოს და არა ობიექტური. ნახატში აზრები უნდა ჩანდეს და არა დანახული საგნები.

მზისკენ შებრუნდი – მაშინ ჩრდილს ვეღარ დაინახავ>>

გართულება სულაც არაა ძნელი, იმის დანახვა კი, რასაც სხვები ვერ ხედავენ, იშვიათად თუ ვინმეს შეუძლია. ამიტომ არიან გენიოსები ასე იშვიათნი. ნივთების ახლებურად გართულება იოლია, მაგრამ მათი ახლებურად დანახვა მართლაც რთულია. ამას ხელს უშლის ყველაფერი: ჩვევები, სკოლა, ყოფითი ცხოვრება, გონება, ყოფითი ცხოვრების მოთხოვნილებები, სიზარმაცე – ეს ყველაფერი ხელს უშლის, და გენიოსებიც იშვიათად გვხვდებიან.

ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო
ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად, ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია

ფუფუნებას ისინი (ფრანგები) ბუნებრივად ეკიდებიან. თუ ის გაქვთ, ეს უკვე ფუფუნება აღარაა, ხოლო თუ არა გაქვთ, ეს ჯერ კიდევ ფუფუნება არ არის.

ხელოვნება – ეს ქვეყნის პულსია.

როგორ შეიძლება გახდე ცივილიზებული, თუ არ გადაგიტანია ამბოხის პერიოდი, შემდეგ უნდა დაუბრუნდე შენს ამბოხებამდე მდგომარეობას და, აი, მაშინ გახდები უკვე ცივილიზებული. ყველა ფრანგმა მამაკაცმა იცის, რომ ცივილიზებული თვრამეტსა და ოცდასამს შორის უნდა გახდეს, და რომ ცივილიზაცია უფროს ქალებთან ურთიერთობების, რევოლუციის, სამხედრო დისციპლინის, საიდანმე გაქცევის ან ვინმეს დაქვემდებარებაში მოქცევის გავლით მოდის, რის შემდეგაც გახდებით ცივილიზებული და ცხოვრება მიდის ისე, როგორც საჭიროა. ცხოვრება – მშვიდი და დამაინტრიგებელი... მოკლედ, ცხოვრება, როგორც ცხოვრება.

მადამ პიერლო ოთხმოცდაექვსისაა, ხოლო მისი შვილიშვილი – რვის. და ხანდახან რთულია გაარკვიო, იქნებ, ორივე ოთხომცდაექვსისაა ან ორივე – რვის.

რატომ არ მოსწონთ ქალებს გენიოსების წიგნები>>

თუ გენიოსი ხარ და წარმატებული არა, ოჯახი და, საერთოდ, ყველა გიყურებს, როგორც გენიოსს, მაგრამ როდესაც შენთან წარმატება მოდის, იწყებ ფულის გამომუშავებას... მაშინ ოჯახი და ყველა დანარჩენი უკვე აღარ გიყურებს როგორც გენიოსს, ისინი აღგიქვამენ, როგორც ადამიანს, რომელმაც წარმატებას მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური