სიფრთხილის კიდევ ერთი ზომა - აბიტურიენტების ნამუშევრები კარანტინის მერე შემოწმდება

© Sputnik / Natia Kvartskhavaეროვნული გამოცდების ცენტრი. აბიტურიენტები და მათი მშობლები რიგში
ეროვნული გამოცდების ცენტრი. აბიტურიენტები და მათი მშობლები რიგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც დღეს, 6 ივლისს დაიწყო, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. აბიტურიენტების წერილობითი საგამოცდო ნამუშევრები 3-4 დღის მერე, მას შემდეგ გასწორდება, რაც ისინი კარანტინს გაივლის, განუცხადა ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

ქართველ აბიტურიენტებს პანდემიის პირობებში პირველად მოუწია უმაღლესში მისაღები გამოცდების ჩაბარება. პირველი გამოცდა 6 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდებზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
თქვენი განათლება ქვეყნის წინსვლის გარანტიაა – გახარიამ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

„ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება", - განაცხადა გორგოძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ხვალიდან მობილიზებული იქნება პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დისტანციის დაცვას აბიტურიენტების მშობლების მხრიდან.

„მიუხედავად მოწოდებებისა და თხოვნისა, გულშემატკივრების თავყრილობა მაინც შეინიშნებოდა საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე... ხვალ კიდევ დამატებით ზომებს მივიღებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია", - განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები: დღე პირველი - როგორია აბიტურიენტების გამოცხადება>>

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები - 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ. თუ ისინი პირბადის გარეშე იქნებიან, მათ გამოცდაზე არ დაუშვებენ. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, თუმცა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

აბიტურიენტებმა სამი გამოცდა უნდა ჩააბარონ - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით - ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. გამოცდა „ზოგად უნარებში" 2020 წელს გაუქმდა. მას აბიტურიენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0