თქვენი განათლება ქვეყნის წინსვლის გარანტიაა – გახარიამ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

© photo : Giorgi Gakharia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ახალგაზრდობა, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს შეუდგა, არა მხოლოდ ქვეყნის მომავალი, არამედ მისი განვითარების გარანტიაა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა იმ აბიტურიენტებს, რომლებიც დღეს პირველები გავიდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, და მათ წარმატებები უსურვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები: დღე პირველი - როგორია აბიტურიენტების გამოცხადება>>

აბიტურიენტებმა 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. სულ საქართველოში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%.

„წარმატებას გისურვებთ, ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა", – დაწერა გახარიამ თავის „ფეისბუქ"-გვერდზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. გრანტების კონკურსი გაიმართება 25 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1-4 აგვისტოს. გამოცდები მასწავლებლებისთვის 22-30 ივლისს ჩატარდება. სულ წელს გამოცდებში 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.

აბიტურიენტებმა სამი გამოცდა უნდა ჩააბარონ – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. გამოცდა „ზოგად უნარებში" 2020 წელს გაუქმდა. მას აბიტურიენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0