Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის ვაქცინის სამმა რუსულმა პროტოტიპმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმუშაობა კორონავირუსის ვაქცინაზე
მუშაობა კორონავირუსის ვაქცინაზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა „ვექტორის“ თაობაზე განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინის შექმნის საქმეში ის ერთ-ერთი მოწინავე ცენტრია.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამმა პროტოტიპმა გამოცდები წარმატებით გაიარა, განაცხადა ცენტრ „ვექტორის“ გენერალურმა დირექტორმა რინატ მაქსიუტოვმა.

„ეს ყველაზე მეტად გაუმჯობესებული პრეპარატებია მიღებული შედეგების თვალსაზრისით“, — განუცხადა მაქსიუტოვმა РИА Новости-ს.

მისი თქმით, ცენტრში დაახლოებით 100 ადამიანისგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ახალი თაობის ვაქცინების შექმნაზე.

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
უახლოეს პერიოდში რუსეთში კიდევ რამდენიმე ვაქცინა იქნება მზად კლინიკური გამოცდისთვის

„ყველაზე მთავარი — დაავადებისგან იმ ადამიანის დაცვაა, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდება. ყველაზე დიდი სირთულე — უსაფრთხო პრეპარატის შექმნაა, რომელიც ამ დაცვას უზრუნველყოფს“, — აღნიშნა „ვექტორის“ ხელმძღვანელმა.

მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ „ვექტორი“ COVID-19-ის ვაქცინის შექმნაში ერთ-ერთ ლიდერად დაასახელა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 10 302 052 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 505 505 და განიკურნა 5 235 813 ადამიანი.  

ყველა ახალი ამბავი
0