თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. კლინიკური გამოცდისთვის გამზადებული კორონავირუსული ვაქცინები სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ უახლოეს პერიოდში შევა, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ.
„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიხილავთ რამდენიმე ვაქცინას, რომლებიც კლინიკური კვლევების ეტაპზე გავა“, — განაცხადა პოპოვამ ინტერვიუში.
ამასთან მან უპასუხა შეკითხვასაც, თუ როდის დაიწევს რუსეთში ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა ათას კაცზე ქვემოთ.
„იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი თვე დაგვჭირდება ყველაზე დაბალი ნიშნულის მისაღწევად“, — აღნიშნა „როსპოტრებნადზორის“ შეფმა.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ისწრაფვის – ინფიცირების მაჩვენებელი ნულამდე დასწიოს.
როგორც ანა პოპოვა აცხადებს, რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია მართვადია და მან იმედი გამოთქვა, რომ სექტემბერში მოსწავლეები სკოლებში წასვლას შეძლებენ.
ამ დროისათვის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 553 ათას აჭარბებს. აქედან გარდაიცვალა 7,4 ათასი და გამოჯანმრთელდა 304 ათას კაცზე მეტი.