Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რას წერენ ქართული გაზეთები: გაძვირდება თუ არა მომსახურება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ცენტრში
თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადალახა თუ არა საქართველომ კორონავირუსის პიკი, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო გაძვირდება თუ არა მომსახურება და ემუქრება თუ არა საოფისე საქმიანობას გაქრება - ქართულ გაზეთებში განხილვის მთავარი თემებია

საქართველოში მთავარი ინფექციონისტები თვლიან, რომ ქვეყანა თითქმის მიუახლოვდა პანდემიის პიკს, რომელიც დაახლოებით სამ კვირას გასტანს - ისინი იმედოვნებენ, რომ ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მეტ-ნაკლებად ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას.

ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ გაზეთ „რეზონანსთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმის პროგნოზირებისთვის, რომ პიკის პერიოდი 2-3 კვირას გაგრძელდება, საჭიროა სათანადო კვლევები, რაც საქართველოში არ არსებობს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
„საქართველო პიკზეა“ - ამირან გამყრელიძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„როდესაც მონაცემები არ გაქვს, რა პროგნოზზეა საუბარი... შეკავების პერიოდი ასე თუ ისე გადავიარეთ და ახლა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, ამის გაკეთება უკვე გუშინდლიდან უნდა დაგვეწყო და არა მოცდები და ორი-სამი კვირა" - განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას რას შეიძლება სწრაფად, მაგრამ სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას.

„საზოგადოებრივი ცხოვრება და ეკონომიკა უნდა გაიხსნას... „ტრანსპორტიც უნდა ამუშავდეს და რაც შეიძლება სწრაფად, ასევე მაღაზიები, რესტორნები... უბრალოდ ამ ვირუსთან ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ, როგორც წითელას, ღორის გრიპის ვირუსთან ერთად ვარსებობთ", - განცხადა მან.

ექსპერტის თქმით, პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს აბსოლუტურად გაუგებარი კომენდანტის საათი და მანქანაში სამ კაცზე მეტი პირის ყოფნის აკრძალვა, რაც ინფექციის გადაცემასთან არანაირ კავშირში არაა.

COVID-19-ის პოტენციური ვაქცინების სია: ჯანმო მონაცემებს აქვეყნებს >>

„ესენი უნდა მოიხსნეს რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ, რომ ყოველი დღე საქართველოს ეკონომიკას და ადამიანების მდგომარეობს ურტყამს“, - განაცხადა სურგულაძემ.

გაძვირდება თუ არა მომსახურება საქართველოში?

საქართველოში მომსახურების და ზოგადად საქონლის გაძვირება გარდაუვალია - კრიზისის გათვალისწინებით ეს გასაკვირი არ არის, მიაჩნიათ ექსპერტებს.

სილამაზის სალონებმა და სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უკვე განაცხადეს თავისი მომსახურების გაძვირების შესახებ და, სავარაუდოდ, მათ სხვებიც მიყვებიან.

მცხეთა - Sputnik საქართველო
ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

სამშენებლო მასალების მწარმოებელმა ნიკა გურგენიძემ დაადასტურა, რომ გარკვეულ პროდუქციაზე ფასები უკვე გაიზარდა.

„მასალების და მომსახურების გაძვირება გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდ ზარალს მივიღებთ. ჩვენი საამქრო მუშაობს და პარალელურად სახლების გადახურვას ვაკეთებთ. ზოგიერთ პროდუქციაზე და მომსახურებაზე ფასები უკვე გავზარდეთ, თუმცა უმნიშვნელოდ“, - განაცხადა გურგენიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

ახალგაზრდა ფინანსისტების და ბიზნესმენების ასოციაციის ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მომსახურების გაძვირება იქნება ლოგიკური და კომპანიები ამას რეგულაციების მოხსნისთანავე გააკეთებენ.

„ისინი მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შესაბამისად, მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გაზრდილი მომსახურებით შეეცდებიან. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ სიტუაცია დასტაბილურდება, შესაძლოა დავუბრუნდებით ძველ ტარიფებს... ხალხს გაუჭირდება მაღალი ფასის გადახდა“, - განუცხადა კაპანაძემ „რეზონანსს“.

მისი თქმით, სირთულეები მთელ წელიწადს გაგრძელდება, რადგან პანდემიით გამოწვეული კრიზისი ჯერჯერობით გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება.

სილამაზის სალონების მომსახურება, სავარაუდოდ, გაძვირდება >>

„მომავალში, როდესაც ყველაფერი დასრულდება, საჭირო იქნება ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ ეკონომიკა სწრაფად გაცოცხლდეს... ეს ადვილი არ იქნება, ამისათვის რამდენიმე წელი იქნება საჭირო“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

საოფისე საქმიანობა შეიძლება გაქრეს?

სოციალური დისტანციის სამყაროში, სადაც თითქმის ყველა სახის საქმიანობა სრულდება სახლიდან გაუსვლელად, საოფისე საქმიანობა სრული გაქრობის პირასაა მისული, რაც COVID-19-ის პანდემიით არის გამოწვეული.

მოსალოდნელია, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ საოფისე სამსახური მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის წამყვან ქვეყნებში, გაქრება, რაც ხარჯების შემცირებით იქნება გამოწვეული.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
ცხოვრება პანდემიის შემდეგ: საქართველოს მთავრობა პოსტკრიზისულ გეგმას ამზადებს

მსოფლიო შეიძლება უფრო გლობალური გახდეს და საოფისე საქმიანობა შეიცვლება, რადგან სახლიდან მუშაობის კულტურა შეიძლება დაიხვეწოს, და ინტერნეტით კომუნიკაცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, მიიჩნევს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. ამასთან მან აღნიშნა, რომ ეს ძირითადად ევროპას ეხება.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სამრეწველო სექტორს, ბევრი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა იაფი სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდის. ბევრ ქვეყანას სოფლის მეურნეობის სექტორში იმიგრანტები სჭირდება. იქ შეიძლება დასაქმდნენ ის ლეგალური მიგრანტები, რომლებიც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებენ“, - განაცხადა ჩიტაძემ და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი შედარებით მაღალია იტალიასა და საფრანგეთში.

მასალა გაზეთ „რეზონანსის“ საფუძველზეა მომზადებული

ყველა ახალი ამბავი
0