ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

© Mtskheta Municipality City Hallმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადიც ცხრა  თვით გადაუვადდებათ.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. 2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
თბილისში ტრანსპორტის შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები 11 მაისიდან მოიხსნება

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო სერიოზული ზარალი ნახა ეკონომიკის ისეთმა სფეროებმა, როგორიცაა ტურიზმი, დასვენებისა და გართობის სფეროები.

„2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა კრიზისის მართვის ფარგლებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დაპირდა და რამდენიმე ათასმა ბიზნეს-ოპერატორმა ისარგებლა კიდეც ამ შეღავათით.

სათამაშოების შესაგროვებელი ყუთი „ბიბლუსში“ - Sputnik საქართველო
11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება

„დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას - ჩვენ სუბსიდირებას გავუწევთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, რაც ასევე დარგის განვითარებისთვის სერიოზული მხარდაჭერა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

მთავრობა დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო. შეზღუდვები მოიხსნა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, ამუშავდა ინტერნეტ–მაღაზიები და ღია აგრარული ბაზრები. 

შემდეგი ეტაპები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0