Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სილამაზის სალონების მომსახურება, სავარაუდოდ, გაძვირდება

© photo: Sputnik / STRINGERსილამაზის სალონი
სილამაზის სალონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სილამაზის სალონებისა და საპარიკმახეროების გახსნა ზაფხულის დასაწყისში იგეგმება, თუმცა, სპეციალისტების ვარაუდით, ეს შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მას შემდეგ, რაც მუშაობას განაახლებენ, სილამაზის სალონების მოსახურება შეიძლება გაძვირდეს, განაცხადა სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამუნა შარაშენიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სილამაზის სალონები და საპარიკმახეროები საქმიანობას, სავარაუდოდ, ხუთი კვირის შემდეგ განაახლებენ – გადაწყვეტილების აღსრულება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ხვალიდან სამშენებლო კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ

შარაშენიძის სიტყვებით, სილამაზის სალონების მომსახურება შეიძლება გაძვირდეს. მიზეზი დამატებითი ხარჯებია, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დაცვას უნდა მოხმარდეს – თერმოსკრინინგის აპარატების, პირბადეების, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო საშუალებების შეძენას.

„საუბარია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სადეზინფექციო ხსნარების დიდ რაოდენობაზე. ყველა ეს ხარჯი აისახება განფასებაზე“, – განაცხადა შარაშენიძემ.

როგორც მან აღნიშნა, სილამაზის სალონებისა და საპარიკმახეროების გახსნა მათ ადმინისტრაციებზე იქნება დამოკიდებული. შარაშენიძის განცხადებით, თითოეულმა ბიზნესმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, შემდეგ შრომის ინსპექციის შემოწმება და დადებითი დასკვნის შემთხვევაში ობიექტი საქმიანობის განახლებაზე ნებართვას მიიღებს.

საქართველოში 27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. კერძოდ, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის, ტაქსების გადაადგილება, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) მუშაობა, ნებისმიერი საქონლის ადგილზე მიტანის სერვისი და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი 10 მაისს იგეგმებოდა. იგი ითვალისწინებდა მშენებლობასთან, ავტოსამრეცხაოებთან და ავტოსერვისებთან, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და კომპიუტერის რემონტთან დაკავშირებულ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, რიგი შეზღუდვები ვადაზე ადრე – 5 მაისიდან მოიხსნება.

გეგმის მიხედვით, სილამაზის სალონების გახსნა მეოთხე ეტაპზე იგეგმება, თუმცა, სპეციალისტების ვარაუდოთ, ეს შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს.

ყველა ახალი ამბავი
0